June 4, 2026

,,გამოვიდნენ ჯო უილსონი და ეკა გიგაური, თითქოს საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ამაზე სამარცხვინო რა უნდა იყოს"- ირაკლი კობახიძე

გამოვიდა ჯო უილსონი, გამოვიდა ეკა გიგაური და საუბრობდნენ იმაზე, რომ თითქოს საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ამაზე სამარცხვინო რა უნდა იყოს, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს ექსპორტი ირანში არის 0,5 პროცენტი და იმპორტი არის 1,5 პროცენტი.

„რაც შეეხება სანქციების გვერდის ავლას, ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები ირანთან არის შემდეგი – ჩვენი ექსპორტი ირანში არის 0,5 პროცენტი და იმპორტი არის 1,5 პროცენტი. ასეთ დროს ეს სამარცხვინო ხალხი გამოდის და საუბრობს იმაზე, თითქოს საქართველო ეხმარება ირანს სანქციების გვერდის ავლაში. ამაზე სამარცხვინო რა უნდა იყოს. თქვენ ნუ დახვალთ ჯო უილსონის და ეკა გიგაურის დონემდე. ეს არის ჩემი მოწოდება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

წაკითხვა 113 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.