June 4, 2026

,,საინტერესო, ძალიან კონსტრუქციული საუბარი შედგა საქართველოში ამერიკელი კოლეგების ვიზიტის დროს"- ირაკლი კობახიძე

იყო საინტერესო, ძალიან კონსტრუქციული საუბარი, რომელიც შედგა საქართველოში ამერიკელი კოლეგების ვიზიტის დროს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მთავარია, რომ დამკვიდრდეს სამართლიანი მიდგომები ურთიერთობებში.

„ჩვენ გვქონდა საინტერესო საუბრები. ამ საუბრის დეტალებზე საჯაროდ გაგვიჭირდება ლაპარაკი, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ იყო საინტერესო, ძალიან კონსტრუქციული საუბარი, რომელიც შედგა საქართველოში ამერიკელი კოლეგების ვიზიტის დროს.

მინდა, კიდევ ერთხელ მოგახსენოთ ზოგად მიდგომაზე. მთავარია, რომ დამკვიდრდეს სამართლიანი მიდგომები ურთიერთობებში. რამაც გააფუჭა ურთიერთობები გასული წლების განმავლობაში, ეს იყო სწორედ უსამართლობა, წინა ადმინისტრაციის უსამართლობა. ძალიან კარგად გახსოვთ, რას აკეთებდა წინა ადმინისტრაცია, როგორ უჭერდა მხარს რადიკალიზმს, სიძულვილს, სიცრუეს ჩვენს ქვეყანაში, როგორ ახალისებდა სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟს, მათ შორის, როგორ უბიძგებდა რადიკალურ ოპოზიციას არ ესარგებლათ მანდატებით. ეს მოხდა, როგორც 2020 წელს, ასევე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. დღეს ვხედავთ, რომ ეს მიდგომები არის შეცვლილი, რაც გვინარჩუნებს ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ მოხერხდება სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით. ეს არის ჩვენი მთავარი შეთავაზება ამერიკული მხარისთვის”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წაკითხვა 59 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.