როგორ მივხვდეთ, რომ ჩიყვი გვაქვს - დაავადების 12 ნიშანი

ჰიპოთირეოზი — ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დეფიციტით გამოწვეული ორგანიზმის საერთო მდგომარეობაა.

 

მისი დიაგნოსტირება რთულია, რადგან დაავადება ფარული სიმპტომებით მიმდინარეობს. ხშირად, როდესაც ძილი გვერევა, მოთენთილობას, დაღლილობას, სახსრების ტკივილს ვგრძნობთ და ყველაფერს გადაღლილობას ვაბრალებთ, სინამდვილეში, შეიძლება, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების დარღვევით იყოს გამოწვეული.

 

ფარისებრი ჯირკვლის ყველა სახის დაავადება, ფართო მასებში, «ჩიყვის» ( ფარისებრი ჯირჯვლის გადიდება) სახელით არის ცნობილი, მაგრამ ფარისებრი ჯირკვლის დაავადების სხვადასხვა სახე და სტადია არსებობს. ჰიპოთირეოზი საწყის და I – II სტადიაზე ვიზუალურად არა ჩანს და მისი აღმოჩენა, მხოლოდ ქვემოთ მოცემული სიმპტომებით შეიძლება.

ფარისებრი ჯირკვლის მიერ გამოყოფილი ჰორმონი ორგანიზმის აბსოლუტურად ყველა ორგანოს ფუნქციონირებაზე მოქმედებს, ამიტომ პრობლემის დროულად აღმოჩენა და მკურნალობის დაწყება ენდოკრინოლოგთან ძალიან მნიშვნელოვანია.

 


ჰიპოთირეოზის დროს, შემდეგი სახის სიმპტომები ვლინდება:

 

1. უგუნებობა და დეპრესია

 

image

 

ფარისებრი ჯირკვლის მიერ ჰორმონების არასაკმარისი გამომუშავება, ხშირად ხდება დათრთგუნული განწყობის, აპათიის და დეპრესიის მიზეზი. საქმე იმაშია, რომ ამ ჯირკვლის მიერ გამომუშავებული ჰორმონები, პირდაპირ კავშირში არის თავის ტვინში სეროტონინის გამომუშავებასთან. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ არც დიდი რაოდენობით ჰორმონის გამომუშავება არის კარგი და ამ შემთხვევაში, ადამიანი აგრესიული ხდება, შფოთავს და ყველაფერი აღიზიანებს.



2. ყაბზობა

 

image

 

ჰიპოთირეოზის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომი არის ყაბზობა. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების დარღვევა, საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობის დარღვევას და ყაბზობას იწვევს. ავადმყოფები ასევე უჩივიან ბოყინს და სიმძიმეს კუჭში.



3. მძინარობა

 

image

 

მას, ვისაც ჰიპოთირეოზი აქვს, შეუძლია დღე-ღამეში 12 საათი იძინოს და გაღვიძებისას დაღლილობას გრძნობდეს. დილაობით, მუდმივი მოთენთილობა და ძილის გაგრძელების სურვილი — ძალიან საგანგაშო სიგნალია.



4. თმის ცვენა და კანის სიმშრალე

 

image

 

ნივთიერებათა ცვლის შენელების გამო, რომელიც ჰორმონალური დისბალანსით არის გამოწვეული, თმა და კანი საკმარის საკვებს არ იღებს. რაც ამ მხრივ, მდგომარეობის გაუარესებას იწვევს. ჩამქრალი თვალები, ფერმკრთალი, მოყვითალო ელფერის კანი — ასეთია, ჰიპოთირეოზით დაავადებული ადამიანის პორტრეტი.



5. წონის მატება

 

image

 

წონაში მოულოდნელი, საფუძველს მოკლებული მატება — ძალიან მნიშვნელოვანი სიმპტომია. ამავე დროს, წონის შემცირების მიზნით, გამოჩენილი ყველა ძალისხმევა უშედეგოდ სრულდება.



 

6. ლიბიდოს დაქვეითება

 

image

 

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება გავლენას ახდენს იმ ჰორმონის გამომუშავებაზე, რომელიც პასუხისმგებელია ლიბიდოზე (ლათ. «ლიბიდო» - სურვილი, ვნება, სწრაფვა, მიზიდულობა, ლტოლვა).

 

7. კუნთების ტკივილი, კრუნჩხვები

 

image

 

ფარისებრი ჯირკვლის მიერ მცირე რაოდენობით ჰორმონების გამოყოფამ, შეიძლება ნერვული სისტემის დაზიანება გამოიწვიოს. შედეგად, მცირდება სიგნალების გაგზავნა თავის ტვინიდან სხეულის სხვა ორგანოებისკენ, რაც საბოლოო ჯამში, კუნთების სპაზმების, კრუნჩხვების და კიდურების დაბუჟებას იწვევს.

8. გულის რითმის დარღვევა

 

image

 

გულის რითმის დარღვევა, მისი აჩქარება ან შენელება, ასევე ტკივილი გულის არეში, შეიძლება, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ნაკლებობით იყოს გამოწვეული.



 

9. დაბნეულობა, გულმავიწყობა

 

image

 

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა მეხსიერებაზე და შრომისუნარიანობაზეც ახდენს გავლენას: ადამიანი რთულად აღიქვამს ახალ ინფორმაციას, ვერ ახდენს კონცენტრაციას საქმეზე, ექმნება პრობლემები მეხსიერებასთან დაკავშირებით.

მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ, აზრების სიცხადე უბრუნდება.



 

10. დაბალი არტერიული წნევა

 

image

 

არტერიული წნევის დაწევა, უხალისობის, ძილიანობის და დაბნეულობის ფონზე — ექიმთან წასვლის მნიშვნელოვანი მიზეზია.



 

11. შეშუპება

 

image

image

 

ენის შესქელება, გვერდებზე კბილების კვალი, სახის და კიდურების შეშუპება — ჰიპოთირეოზის მკაფიო გამოხატულებაა.



 

12. დისკომფორტი კისრის არეში

 

image

 

ამ დაავადების დროს, ტკივილი, შეიძლება, ყელში ბურთისებური სხეულის არსებობის შეგრძნებამ გამოიწვიოს, ტკივილი იგრძნობა კისრის არეშიც, ამასთან, ხმა შეიძლება უჩვეულოდ ჩახლეჩილი გახდეს.

image

 

ფარისებრი ჯირკვლის გაზრდა ჰიპოთირეოზის III – IV სტადიაზე ხდება და სწორედ ამ დროს მიმართავენ, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოშლით, დაავადებული ადამიანები ექიმს და ამ სტადიაზე, შეიძლება, ქირურგიული ჩარევა გახდეს საჭირო. მაგრამ, თუ ორგანიზმს მოვუსმენთ და მის სიგნალებს სწორად შევაფასებთ, ჯანმრთელობას დიდი ხნის მანძილზე შევინარჩუნებთ!

 

http://intermedia.ge/

წაკითხვა 1069 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 19 2019

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.