მადლიერება – შეგრძნება, რომელიც სხეულს და გონებას თანაბრად აჯანსაღებს

საზოგადოების ნაწილი აცნობიერებს, რომ სხეული და გონება ერთმანეთთან მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული.

 

“ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია” – უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ფრაზაც სწორედ ამ კავშირიდან მოდის და სწორედ ამიტომაა, რომ ფსიქოლოგები და ფსიქიატრები თავიანთ პაციენტებს ჯანსაღ კვებასა რეგულარულ ვარჯიშს ურჩევენ.

 

 

ნეირომეცნიერები კი განსხვავებული მიდგომით გამოირჩევიან. მათ იციან, რომ ვარჯიში და დიეტა დიდ ძალისხმევას მოითხოვს, სწორედ ამიტომ, ისინი პაციენტებს ურჩევენ, რომ ყველაფერი გონებიდან დაიწყონ. მათი აზრით, არსებობს ერთი რამ, რაზეც ფოკუსირება ერთდროულად გააჯანსაღებს გონებასაც და სხეულსაც.

 

 

და მაინც, რა არის, ეს ერთი რამ? – მადლიერება!

 

 

თითქოს ეს პრიმიტიულად ჟღერს, თუმცა, ბევრი კვლევა ჩატარებულა, რომელთა მიხედვითაც, ამ შეგრძნებას ძალიან პოზიტიური ეფექტი აქვს ადამიანზე. ეს კი შემდეგში გამოიხატება:

 

 

მადლიერების განცდა ხსნის დაძაბულობას და ამცირებს სტრესის დონეს

 

მადლიერება პოზიტიური შეგრძნებაა და ლოგიკურია, რომ მისი განცდა და სხვებისთვის გაზიარება ხელს შეუწყობს ბედნიერების ჰორმონების გამოყოფას სხეულში. შესაბამისად, სტრესის ჰორმონები – კორტიზოლები ითრგუნებიან და დაძაბულობაც იხსნება.

 

 

მადლიერება აუმჯობესებს ძილის ხარისხს

 

მანჩესტერის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, იმაზე ფოკუსირება, თუ რამდენად ხართ სხვების და საკუთარი თავის მიმართ (ან თუნდაც სამყაროს), აუმჯობესებს ძილის ხარისხსაც. ჯანსაღი ძილი კი გონებისთვისაც და სხეულისთვისაც თანაბრად სასარგებლოა.

 

 

მადლიერების განცდა გიძლიერებთ კარგად ყოფნის შეგრძნებას

 

როდესაც ვგრძნობთ, რომ რაღაცის ან ვიღაცის მიმართ მადლიერი ვართ, ვმშვიდდებით. თითქოს აქამდე ჩვენში არსებული ფორიაქი და დაძაბულობა წარსულში გვრჩება. ზოგადად, დადებით შეგრძნებებზე ფიქრი დადებით განწყობაზე გვაყენებს. მადლიერებაც ამგვარი ფენომენია – გვაშორებს დეპრესიულ განწყობას და კარგ ხასიათზე გვაყენებს.

 

 

მადლიერება თქვენს გულს უფრო მეტად ძლიერს და ჯანმრთელს ხდის

 

უარყოფითი ემოციები გულს არც თუ ისე კარგ მდგომარეობაში აყენებს – ეს ყველამ კარგად იცის. მასაჩუსეტსის ერთ-ერთი საავადმყოფოს კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ადამიანში მადლიერების არსებობა გულს ჯანმრთელ მდგომარეობას ხანგრძლივად უნარჩუნებს. რადგანაც ამ დროს ფიზიკური აქტივობის სურვილი იზრდება, რაც ორგანიზმისთვის ისედაც და ასედაც კარგია – გულისთვის, მით უმეტეს.

 

 

მადლიერება უკეთეს ლიდერად გაქცევთ

 

არაფერი ავსებთ გუნდის წევრებს უფრო მეტი მოტივაციით, ვიდრე ლიდერის მიერ დაფასება. მადლიერების გრძნობა თანამშრომლებთან უფრო მეტად დაგაახლოებთ – იგი სასიამოვნო ურთიერთობის უპირობო გარანტია. შედეგად კი, ისინი თავიანთი სამსახურის და საქმის ერთგულები უფრო მეტად იქნებიან. ამგვარი გუნდის წევრები, როგორც წესი, ყველაზე მეტად არიან პროდუქტიულები.

 

 

ხანდახან, როცა ცხოვრებაში ყველაფერი ჩვენი გეგმების შესაბამისად არ მიდის, გვეჩვენება, რომ კარგად არაფერი არ არის. თუმცა, თუკი დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ უამრავი რამის და ვინმეს გამო უნდა ვიყოთ მადლიერი. მადლიერება ხომ კონკრეტულ მომენტებზე არაა დამოკიდებული. ამიტომ, იყავით მაქსიმალურად მადლიერები – ეს დაგეხმარებათ ხანგრძლივი სიმშვიდისა და დადებითი განწყობის შენარჩუნებაში.

 

 

https://www.marketer.ge/

წაკითხვა 741 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.