5 უცნაური ფაქტი ჯანმრთელობის შესახებ

ჩვენი ჯანმრთელობის შესახებ საბაზისო ცოდნა ალბათ ყველას გვაქვს.

 

ვიცით, რომ ძილი ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე აუცილებელია ვიტამინების მიღება, ფიზიკური აქტივობა და ბევრი სითხე, თუმცა ეს ყველაფერი არაა. ამჯერად ჩვენი ჯანმრთელობის შესახებ 5 უცნაურ ფაქტს გაგაცნობთ, რომელთა შესახებაც ალბათ ჯერ არაფერი გსმენიათ:

 

 

1.  საწერ მაგიდასთან დიდხანს ჯდომა სიკვდილის რისკებს 50%-ით ზრდის.

 

 

 

ოფისის თანამშრომლებში, რომლებიც დღე-ღამეში საწერ მაგიდასთან 10 საათზე მეტს ატარებენ, სიკვდილიანობის რისკი 48%-ით მაღალია, ვიდრე მათთან, ვინც დღის მანძილზე მაგიდასთან 4 საათი ზის. ამ რისკის შესამცირებლად ყოველი საათის მანძილზე თუნდაც 5 წუთიანი ვარჯიშიც კი საკმარისია. ისეთი მინიმალური ცვლილებებიც კი, როგორიც ლიფტის მაგივრად კიბეებზე ასვლაა, რისკებს გაცილებით შეამცირებს.

 

 

2. ვაშლის დაყნოსვა კი კლაუსტროფობიისგან გაგათავისუფლებთ.

 

 

 

 

ერთ-ერთი კვლევის მიხედვით მწვანე ვაშლის სურნელის შესუნთქვა ორგანიზმს სტრესისგან და დახურული სივრცის მიმართ შიშისგან ათავისუფლებს. ის ასევე ძალიან კარგია თავის ტკივილის თავიდან ასაცილებლად. უძრავი ქონების მაკლერები ვაშლის სურნელს იმისთვისაც იყენებენ, რომ პოტენციურ მყიდველს შენობა გაცილებით დიდად მოაჩვენონ.

 

 

3. ხელით წერა გონებას ავარჯიშებს.

 

 

 

 

ინდიანას შტატის უნივერსიტეტის კვლევით ცენტრში დაადგინეს, რომ რაიმე ფაქტის დასამახსოვრებლად თქვენთვის სასურველი ინფორმაცია ხელით უნდა დაწეროთ (კლავიატურაზე ბეჭდვა არ ითვლება). მაგალითად, როდესაც ლექციაზე რვეულში ჩანიშვნებს აკეთებთ, თქვენ იღებთ ინფორმაციას, აანალიზებთ მას, შემდეგ ერთ ფრაზაში აქცევთ და ინიშნავთ. ეს ინფორმაციას გაცილებით ეფექტურად ინახავს თქვენს ტვინში, ვიდრე კლავიატურაზე ბეჭდვა.

 

 

4. ყავის სმა დეპრესიის პრევენციაა

 

 

 

 

ბევრი გვესმის იმის შესახებ, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია ჩვენი ორგანიზმისთვის კოფეინს, თუმცა აღმოჩნდა, რომ მას დადებითი მხარეებიც აქვს, Harvard-ის უნივერსიტეტის ჯნდაცვის სკოლის კვლევის მიხედვით, ქალები, რომლებიც დღეში 4 ჭიქა ყავას მიირთმევენ, დეპრესიის რისკს 20%-ით ამცირებენ. კიდევ უფრო ადრინდელი კვლევის მიხედვით, ქალები, რომლებიც ყავას აქტიურად მოიხმარენ, არ არიან მიდრეკილი სუეციდის მიმართ.

 

 

5. საღეჭი რეზინი აფხიზლებს

 

 

 

 

თუ დილაობით საწოლიდან ადგომა და აზრების მოკრება გიჭირთ, საღეჭი რეზინის მოხმარება სცადეთ. კვლევის მიხედვით მენთოლიანი საღეჭი რეზინის მოხმარება მომენტალურად აქრობს დაღლილობის შეგრძნებას და ორგანიზმს აფხიზლებს.

 

 

 

https://regarder.ge/

წაკითხვა 796 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 08 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.