March 29, 2024

"თუ ეს სიტუაცია შევინარჩუნეთ, არჩევნების ჩატარებას არავითარი საფრთხე არ ემუქრება"

დღეს ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. თუ ეს სიტუაცია ჩვენ შევინარჩუნეთ არჩევნების ჩატარებას არავითარი საფრთხე არ ემუქრება , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში დღეს კორონავირუსის ერთეული შემთხვევებია, მიუხედავად იმისა, რომ PCR ტესტირების დღიური მაჩვენებელი გაიზარდა და 1700-1800 ტესტი ტარდება.

 

„დღეს იყო სამუშაო ჯგუფის შეხვედრა საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით. დღეს განვიხილეთ პრინციპების დონეზე წარმოდგენილი დოკუმენტი, როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები, როგორ უნდა მისცენ ხმა კოვიდინფიცირებულებმა, კარანტინში მყოფებმა და ასევე თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა. ეს პრინციპები დაკონკრეტდება ცესკო-ს შესაბამის ნორმატიულ აქტებში, რომელიც შემუშავდება ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად. აქ საუბარია, როგორც ამომრჩევლის უსაფრთხოებაზე, რომ დაცული იყოს მისი უსაფრთხოება, ასევე საარჩევნო კომისიის წევრების უსაფრთხოებაზე. ჩვენ გვაქვს ჩვენი რეკომენდაციები, იმ ნორმატიულ აქტებში მონაწილეობას ჩვენც მივიღებთ, რომელიც ცესკო-მ უნდა შეიმუშაოს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

 

მან ასევე ისაუბრა რეგულარული ფრენების შეჩერებასთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ ეს ქვეყნის უსაფრთხოების გამო მოხდა.

 

„მოგეხსენებათ, რომ ევროპის ქვეყნებში პანდემია გრძელდება და იქ ბევრად მეტია შემთხვევები ვიდე ჩვენთან, ამიტომ ჯერჯერობით მიზანშეწონილად ჩაითვალა რეგულარული ფრენები არ აღდგენილიყო“, - განაცხადა გამყრელიძემ.

წაკითხვა 466 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.