რა შემთხვევაში უნდა დავრეკოთ 112-ზე და 144-ზე
ერთიან სამთავრობო ცხელ ხაზზე, 144-ზე ვრეკავთ მაშინ, როდესაც გვაინტერესებს ინფორმაცია მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება შეზღუდვების დაწესებას, ან მოხსნას, მაგრამ თუ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კითხვები გვაქვს, ან მაგალითად გამოგვივლინდა კოვიდთან დაკავშირებული სიმპტომები, ვრეკავთ 112-ზე, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა.
ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში 112-ზე არამიზნობრივი ზარების საკმაოდ დიდი რაოდენობა დაფიქსირდა და განმარტა, რომ ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად, რომელიც ეხება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ან საოპერაციო შტაბის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, მოქალაქეებმა უნდა დარეკონ 144-ზე.
„მაგალითად, თუ პირობითად რომელიმე ქალაქში შესვლა-გასვლაზე დაწესდა შეზღუდვები, ან რომელიმე სკოლაში დაწესდა თუ მოიხსნა შეზღუდვები, მოქალაქეებმა უნდა დარეკონ 144-ზე. ხოლო ყველა იმ კითხვით, რომელიც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, კორონავირუსთან ან ვირუსის სიმპტომებთან არის დაკავშირებული, მოქალაქეებმა უნდა მიმართონ 112-ს. მინდა, საზოგადოებას ვთხოვო, თავი შევიკავოთ არამიზნობრივი ზარებისგან. პირობითად, ერთ დახველებაზე არ დავრეკოთ 112-ზე. რეალურად, თუ სიმპტომები იქნება და ამ სიმპტომების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის როგორც stopcov.ge-ზე, ასევე მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე, ასეთ შემთხვევაში დავრეკოთ 112-ზე, რათა მაქსიმალურად დავტოვოთ დრო და სივრცე იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს რეალურად სჭირდება. ასევე, ყველაზე მნიშვნელოვანია, არ მივეცეთ პანიკას“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
სიახლეები
- ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო
- საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი პროექტი „საარჩევნო მედია სკოლა“ დაიწყო
- ქვეყნის მასშტაბით 207 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა ჩატარდა
- საარჩევნო ადმინისტრაციის მორიგი სამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან
- აფხაზეთიდან დევნილებს ქუთაისში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ