May 18, 2024

ოქტომბერი 18 2020 წაკითხვა 567 ჯერ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევიდან 471 თბილისში, 343 აჭარაში, 211 კი იმერეთში დაფიქსირდა.

ოქტომბერი 18 2020 წაკითხვა 374 ჯერ

საქართველოში კორონავირუსით რვა პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ოქტომბერი 18 2020 წაკითხვა 362 ჯერ

საქართველოში კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 17 477შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 233 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 8060

 

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში კიდევ რვა პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 136-ს შეადგენს.

 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 900 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1 388-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

გუშინ საქართველოში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 246 პაციენტი.

ოქტომბერი 17 2020 წაკითხვა 543 ჯერ

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული რვა ახალი პაციენტი შეიყვანეს, ხოლო ცხრა პირი გამოჯანმრთელდა.

ოქტომბერი 17 2020 წაკითხვა 439 ჯერ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელ მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევიდან 397 თბილისს, 226 კი აჭარას უკავშირდება.

 

დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.

 

„მოიმატა თბილისში, დღეისთვის არის 397 ახალი დადასტურებული შემთხვევა, აჭარაში ცოტა შემცირდა და არის 226, იმერეთში მოიმატა და არის 232, სამეგრელო-ზემო სვანეთი თითქმის სტაბილურია – 27, ქვემო ქართლი – 20, შიდა ქართლი – 14, მცხეთა-მთიანეთი – 15, კახეთი – 13, სამცხე-ჯავახეთი – 8, გურია – 6 შემთხვევა“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ოქტომბერი 17 2020 წაკითხვა 413 ჯერ

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 128 -მდე გაიზარდა.

გვერდი 145 სულ 172
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.