April 30, 2024

იანვარი 13 2022 წაკითხვა 267 ჯერ

ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 1009 შემთხვევა. აღნიშნულ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

იანვარი 12 2022 წაკითხვა 303 ჯერ

ექიმი, ენდოკრინოლოგი თამუნა გოდერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც მედიკოსი "ფეისბუქის" გვერდზე წერს, ყოველდღიური კოვიდინფიცირების სტატისტიკა აზრს კარგავს.

"ვირუსის ისეთი გავრცელების პირობებში როგორიც მომდევნო კვირებში გვექნება, ვფიქრობ აზრს კარგავს ყოველდღიური ინფიცირებული შემთხვევების თვლა, თან განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რეინფიცირების შემთხვევების გაზრდა სტატიტიკურ მონაცებში ზედდებულ ციფრებს ქმნის და მხოლოდ ფსიქოლოგიურად თრგუნავს საზოგადოებას.

დადგა ეტაპი, რომ მხოლოდ ჰოსპიტალში მოთავსებული (ოღონდ ნამდვილად ვისაც ჭირდება! და იმედს ვიტოვებ რომ უკვე აღარავინ ხვდება არამიზნობროვად) შემთხვევების რაოდენობაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი.

რაც შეიძლება სწრაფად უნდა შემოვიდეს ქვეყანაში პერორალური გამოყენების მედიკამენტები, რომელსაც მხოლოდ ოჯახის ექიმების მიერ გაცემული რეცეპტის საფუძველზე მიიღებს.

მატერიალური და ადამიანური რესურსი აღარ უნდა დაიხარჯოს ბინაზე და ამბულატორიულ კლინიკებში ჩატარებულ ხშირ შემთხვევაში აბსოლუტურად არაფრისმომცემ კვლევბზე, ეს ეხება იმ პირებს რომელთაც პრაქტიკულად უსიმპტომო ან მსუბუქი მიმდინარეობა აქვთ, არიან აცრილები, ახალგაზრდები, არ აქვთ ქრონიკული დაავადებები და ა.შ.

კოვიდი იმართება პაციენტის სუბიექტური მდგომარეობით და მხოლოდ ჩივილების სწორი ინტერპრეტაციისას ინიშნება კონკრეტული კვლევები და შესაბამისი მკურნალობა.

ნუ დავხოცავთ ჩიტებს ბომბით ( .... დღესაც გრძელდება ბინაზე არასწორი თვითნებითი მკურნლობა ანტიბიოტიკებით და აცრილ დაბუსტერებულ პაციენტებში კოვიდის დადასტურების დღიდან გადასხმები "დექსამეტაზონებით")", - წერს თამუნა გოდერიძე სოციალურ ქსელში.

იანვარი 12 2022 წაკითხვა 286 ჯერ

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ კორონავირუსის დასუსტებაზე ფიქრი ნაადრევია.

იანვარი 12 2022 წაკითხვა 264 ჯერ

ლონდონის სამეფო კოლეჯის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანები, რომლებსაც ჩვეულებრივი გაციების შედეგად T-უჯრედების მაღალი დონე აქვთ, კორონავირუსით ნაკლებად ავადდებიან.

იანვარი 12 2022 წაკითხვა 285 ჯერ

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ უსიმპტომო კოვიდინფიცირებული მოქალაქეებისთვის საკარანტინე ვადა რაც შეიძლება მალე უნდა შემცირდეს.

იანვარი 12 2022 წაკითხვა 285 ჯერ

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 58 109 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 5 596 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 946 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.63 %.

 

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 58 109 კვლევა ტესტით, მათ შორის 34 115 კვლევა ანტიგენის ტესტით და 23 994 PCR ტესტით.

 

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 596 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 973 909-ს.

 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.63 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.51% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.79%.

 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 946 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 919 367.

 

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 47 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 311 პირი ემსხვერპლა.

 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 596 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 3 180 შემთხვევა, აჭარა - 638, იმერეთი - 563, ქვემო ქართლი - 173, შიდა ქართლი - 270, გურია - 135, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 219, კახეთი -184, მცხეთა-მთიანეთი -102, სამცხე-ჯავახეთი - 99, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -33.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 40 205 საიდანაც: 4 418 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 853, აჭარაში - 609, იმერეთში - 803. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 045 პირი, მათ შორის, თბილისში - 487, აჭარაში - 123, იმერეთში - 256. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 293 პირი, მათგან თბილისში - 169, აჭარაში - 42, იმერეთში - 22. 1 958 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 261 - თბილისში, 466- აჭარაში. 33 829 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 83 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 80, ხოლო აჭარაში - 3.

 

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 11 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პირი.

 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 33 234 ადამიანი.

 

გვერდი 24 სულ 180
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.