ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრი ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტს აჩერებს
ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრი ნინო ანანიაშვილის საბალეტო დასის ხელმძღვანელად დანიშვნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს.
„მედიაში გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნინო ანანიაშვილი მოწვეულია ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელად. თეატრის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ხელმძღვანელის სახელის გასაჯაროება, კოლექტივისთვის მის ოფიციალურად წარდგენამდე, დასის არტისტებისადმი უპატივცემულობის უკიდურესი დონეა. ამიტომ იძულებული ვართ, შევაჩეროთ არტისტთან დადებული კონტრაქტის მოქმედება, საჯარო სივრცეში აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების ყველა გარემოების გარკვევამდე.
საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება იანვრის შუა რიცხვებში ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ ვლადიმირ კეხმანის ნინო ანანიაშვილთან შეხვედრის შედეგების მიხედვით“, – ნათქვამია თეატრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქართველმა პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილმა „რადიო თავისუფლებას“ განუცხადა, რომ ნოვოსიბირსკის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს.
სიახლეები
- ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 13 მარტისთვის
- ეუთო „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშს აქვეყნებს
- "მთელი ჩემი საკუთრება საქართველოში შედგება 1.5 ჰექტარი ვენახისგან, 75 კვ. მ. სახლისა და დამხმარე ნაგებობებისაგან" - მიხეილ სააკაშვილი
- "შეიცვლება თუ არა თბილისი-ვაშინგტონის ურთიერთობა და რას გეგმავს ბრიუსელი?!" - გია ხუხაშვილი
