ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში "ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის" სპექტაკლი - 'სიკეთის საგალობელი" გაიმართება
დღეს, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით "ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის" დასი წარმოგიდგენთ ბერი ანდრიას ნარკვევების კრებულის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს - 'სიკეთის საგალობელი".
აღნიშნული სპექტაკლი ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრის სცენაზე დაიდგმევა.
სპექტაკლში მონაწილეობენ ფონდის შვილობილები. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია ცნობილი რეჟისორი ზაზა აღლაძე.
დასი უკვე ორი წელია არსებობს და ამ ხნის მანძილზე მან ბევრი ქალაქის სცენაზე წარმოადგინა აღნიშნული სპექტაკლი, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.
სპექტაკლზე შემოსული თანხა მოხმარდება 'ბედნიერი სახლის' მშენებლობას.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
