April 18, 2024

როგორ უნდა იმუშაონ კინოთეატრებმა და მუზეუმებმა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სამუზეუმო, კინოჩვენების, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული ღონისძიებებისთვის რეკომენდაციები დაამტკიცა.

ეკატერინე ტიკარაძის ბრძანებით იქრკვევა, რომ სპექტაკლებისა და კონცერტების გამართვისას აიკრძალება სტუმართათვის ისეთი სერვისების შეთავაზება, რაც უშუალოდ არ უკავშირდება ღონისძიების მიმდინარეობას, მაგალითად, ფურშეტი, კვების ობიექტი და ა.შ.

 

სპექტაკლისა და კონცერტების გამართვისას სასცენო სივრცეში დეკორაციებისა და რეკვიზიტების მინიმალური რაოდენობა უნდა იქნას გამოყენებული.

 

რაც შეეხება მაყურებლის დაშვებას, შენობაში ისინი მხოლოდ პირბადით შეძლებენ შესვლას, ხოლო განთავსებისას ერთი სავარძლის გამოტოვებით დასხდებიან.

 

შესასვლელებთან, რიგებში ახლო კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით მონიშნული უნდა იყოს უსაფრთხო დისტანცია.

 

ღონისძიება უნდა გაიმართოს ერთ მოქმედებად, შესვენების გარეშე, ხოლო მისი ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს სამ საათს, რაც მოიცავს სტუმრის შენობაში შესვლისა და შენობის დატოვების დროს.

 

რაც შეეხება მუზეუმებს, გალეერეებსა და მუზეუმ-ნაკრძალებს, დახურულ შენობებში/ერთ საექსპოზიციო დარბაზში უზრუნველყოფილი იქნება ყოველ ხუთ კვადრატულ მეტრზე ერთი ადამიანის დაშვება. ვიზიტორთა მაქსიმალური რაოდენობა უნდა განისაზღვროს სივრცის ზომის მიხედვით (გაანგარიშება: მთლიანი ზომა მინუს ექსპონატებისა და სხვა სამუზეუმო აღჭურვილობის მიერ დაკავებული სივრცე);

 

საექსპოზიციო დარბაზში ახალი ვიზიტორების დაშვება უნდა მოხდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარბაზში შესული ვიზიტორი დატოვებს სივრცეს;

 

რეკომენდირებულია ექსპონატების დათვალიერებისთვის წინასწარ მოინიშნოს დგომის/დათვალიერების ადგილები;

 

ღია სივრცეებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს სოციალური დისტანციის დაცვა და ვიზიტორთა ნაკადის იმგვარი კონტროლი, რომ მათი გადაადგილებისას თავიდან იქნეს აცილებული ერთ უბანზე 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა;

 

გიდით მომსახურების შემთხვევაში, ექსკურსიის ხანგრძლივობა დახურულ სივრცეში არ უნდა აღემატებოდეს ერთ საათს, ხოლო ვიზიტორთა ჯგუფში ადამიანების რაოდენობა ათს, იმ პირობით, რომ უზრუნველყოფილი იქნება მათ შორის სოციალური დისტანციის დაცვა;

 

იმ სივრცეებში, რომელთა დეზინფექციაც ვერ ხერხდება, მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს ვიზიტორთა დაშვება;

 

სამუზეუმო მაღაზიის სივრცეში დაუშვებელია სამ ადამიანზე მეტის თავშეყრა სოციალური დისტანციის დაცვით;

 

რეკომენდაციების თანახმად, ღონისძიებების გამართვისას უმჯობესია გამოყენებული იყოს ბილეთების გაყიდვის ელექტრონული სისტემა, ხოლო სალაროდან გაყიდვის შემთხვევაში, რეკომენდებულია პლასტიკური ბარათით გადახდა.

 

ამასთან, აუცილებელია, რომ სალაროსთან განთავსდეს ხელის სადეზინფექციო არანაკლებ 70%-იანი სადეზინფექციო საშუალება, ხოლო მოლარე აღჭურვილი იყოს ხელთათმანებით.

 

ღონისძიების ორგანიზატორმა ორგანიზაციამ/პირმა მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს შენობაში მხოლოდ იმ თანამშრომლების დაშვება, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ღონისძიებაში, ან მათი ყოფნა აუცილებელია ღონისძიების ჩატარების უზრუნველსაყოფად.

 

რაც შეეხება დახურული სივრცეების დალაგებას, ეს უნდა განხორციელდეს თითოეული რეპეტიციის/წარმოდგენის/კონცერტის დაწყებისა და დამთავრების შემდეგ;

 

რეპეტიციის/წარმოდგენის/კონცერტის დაწყების წინ დეზინფექცია უნდა ჩატარდეს სველი წესით (მაგ. 0,5 %-იანი ქლორის შემცველი სადეზინფექციო ხსნარით); იკრძალება დასუფთავების მშრალი მეთოდების (მშრალი ცოცხითა და ჩვრებით) გამოყენება.

 

იმ ზედაპირებისთვის, რომლებიც შეიძლება დაზიანდეს ქლორშემცველი ხსნარების ზემოქმედების შედეგად, შესაძლებელია 60-70%-ანი ალკოჰოლის შემცველი ან სხვა შესაბამისი დანიშნულების პრეპარატის გამოყენება.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული ღონისძიებების ორგანიზატორებს შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინება მოუწევთ:

 

უზრუნველყავით დახურულ სივრცეებში ერთიანი შესასვლელისა და გასასვლელის ფუნქციონირება;

ერთიან შესასვლელთან განახორციელეთ თერმოსკრინინგი ვიდეოსკრინინგის ან დისტანციური მზომი ხელსაწყოს გამოყენებით;

უზრუნველყავით ყოველ ხუთ კვადრატულ მეტრზე მხოლოდ ერთი ვიზიტორის დაშვება;

თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ ინფორმაცია COVID-19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ.

წაკითხვა 639 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.