თეატრების, კინოთეატრებისა და ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნა გადაიდო
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, თეატრებისა და კინოთეატრების, ასევე ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნა ერთი თვით გადაიდო.
მეზვრიშვილის თქმით, აღნიშნული დაწესებულებები პირველი ნოემბრიდან გაიხსნება.
„ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საკმაოდ საყურადღებოა, შესაბამისად უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ცალკეული შეზღუდვების დაწესებისა და კონკრეტული რეგულაციების გამკაცრების შესახებ, რომლებიც ხვალიდან შევა ძალაში. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ დავაანონსეთ თეატრებთან და კინოთეატრებთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილება, კერძოდ აღნიშნული ობიექტები უნდა გახსნილიყო ნაწილი 15 სექტემბრიდან და ნაწილი 1 ოქტომბრიდან, თუმცა ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მათი გახსნა გადაიდო 1 თვით. შესაბამისად, თეატრები და კინოთეატრები, ისევე როგოირც ბავშვთა გასართობი ცენტრები, გაიხსნება პირველი ნოემბრიდან,“- განაცხადა მეზვრიშვილმა.
სიახლეები
- "ჯო ბაიდენი კრიმინალია და ციხეში უნდა იყოს, უშნო ადამიანია როგორც ვიზუალურად, ისე შინაგანად"- ტრამპი
- "ღარიბაშვილის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკური მოტივითაა აღძრული, ვიღაცას მისი დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშის შეეშინდა..." -ირაკლი მელაშვილი
- "ლელომ“ ახლა საკრებულოს გამოგლეჯილ მანდატებს უნდა მოუჭიროს და მალე ჩავა" - თამარ ჩერგოლეიშვილი
- "ოპოზიციური პარტიების აკრძალვის წინააღმდეგ საჭიროა ერთიანი და მკაფიო ხმა ისმოდეს: ეს მიუღებელია" - სალომე ზურაბიშვილი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 29 ოქტომბრისთვის
