March 28, 2024

აფხაზური პოეზიის ანთოლოგია ქართულ ენაზე გამოიცა

"აფხაზური პოეზიის ანთოლოგია" ქართულ ენაზე გამოიცა. 

კრებულში შესულია აფხაზი ავტორების ლექსები და პოემები, რომლებიც აფხაზური ლიტერატურის მკვლევარმა ნიკა ბაძაღუამ თარგმნა. ანთოლოგიაში 65 ავტორის ლექსი და პოემაა შესული.

 

"ჩვენმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ტერიტორიების დაბრუნებამდე ჯერ ქართველებმა და აფხაზებმა უნდა დაიბრუნონ ერთმანეთი. გაჩნდეს ნდობა, აღდგეს ურთიერთობები და დანგრეული ხიდები. ამისთვის World of Diaspora მნიშვნელოვან ღონისძიებებს და პროექტებს გეგმავს. ამ ანთოლოგიის გამოცემაც ქართულ-აფხაზური ურთერთბების აღდგენისთვის გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩავთვალოთ",- განაცხადა პროექტის მხარდამჭერმა, ლალი ბუთბაიამ.

 

გამომცემელ-რედაქტორის, ზაურ ნაჭყებიას თქმით, აფხაზური პოეზიის ნიმუშები გასული საუკუნის 20-30 წლებიდან გახდა მკითხველისთვის ხელმისაწვდომი და უფრო ადრეულ პერიოდში ბეჭდური ან ხელნაწერი ნიმუშები ცნობილი არ არის.

წაკითხვა 799 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.