ზვიად შალამბერიძე სამტრედიის სოფლების ღანირის, ჩხენიშის, მელაურისა და იანეთის მოსახლეობას შეხვდა
ღია დიალოგის რეჟიმში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, პარლამენტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სამტრედიის სოფლების: ღანირის, ჩხენიშის, მელაურისა და იანეთის მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრების მთავარი მიზანია როგორც ადგილობრივი ასევე, ცენტრალური ბიუჯეტი ისე დაიგეგმოს, რომ ადეკვატური იყოს იმ გამოწვევების, რომლებიც მოსახლეობისთვის პრიორიტეტულია. სოფლის მკვიდრებმა ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით, ასევე სოფლის მხარდაჭერის, ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სხვა სახელმწიფო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს.
აღნიშნულ სოფლებში მოსახლეობის ჩართულობითა და გადაწყვეტილებით წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა სამუშაოები განხორციელდა ასევე მოწესრიგდა გზები და გაზიფიცირდა მოსახლეობა.
მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაციის მიზნით, ღია შეხვედრები ხალხთან, მთავრობისა და პარლამენტის წევრების ჩართულობით მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად გრძელდება.
სიახლეები
- აფხაზეთიდან დევნილებს ქუთაისში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
- "ჯორჯ სოროსი ციხეში უნდა ჩასვან, ის ცუდი კაცია" - დონალდ ტრამპი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ინდიქტიონის ანუ ეკლესიური ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს
- "ნგრევა, რასაც სისხლში ამოსვრილი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გვთავაზობს, არის გზა, რომელიც მომავალ თაობას შეიწირავს და საქართველოს პოლიტიკური რუკიდან გააქრობს"
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2025 წლის 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი სტუდენტები დააჯილდოვა