დავით ერემეიშვილმა და გამარჯვების ოლქის მაჟორიტარმა მოსახლეობას დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნეს
ქუთაისში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ.
ვიცე მერი დავით ერემეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელიასთან და მერიის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ბუხაიძის 6 ნომერში მცხოვრებ მოსახლოებას შეხვდა. ადგილობრივებთან შეხვედრაზე ინფრასტრუქტურული პრობლემები განიხილეს, რომელიც დროულ რეაგირებას საჭიროებს. დავით ერემეიშვილმა და გამარჯვების ოლქის მაჟორიტარმა მოსახლეობას მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნეს, ასევე ის სოციალური თუ საბინაო პროექტები, რომელსაც ქუთაისის მერია მომდევნო წელს განახორციელებს.
სიახლეები
- "ყველაფრის დაშვება შეგვეძლო, მაგრამ ეს იყო წარმოუდგენელი" - მასწავლებლის ბურუსით მოცული გარდაცვალება
- რატომ ატარებენ სტიუარდესები ყელსახვევს?
- CDC-მა მსოფლიოში ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული დაასახელა
- ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, გეოლოგიური სამუშაოები გრძელდება
- "მაქვს თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ინფორმაცია" - ირაკლი კობახიძე
