სამთავრობო გუნდი იმერეთის რეგიონში, სოფლების: გამოღმა არგვეთი, გორისა და კორბოულის მცხოვრებლების პრიორიტეტებს გაეცნო
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი და მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე, სოფლების: გამოღმა არგვეთი, გორისა და კორბოულის მცხოვრებლების პრიორიტეტებს გაეცნენ.
მოსახლეობა საგზაო ინფრასტრუქტურისა და კანალიზაციის სისტემის მოწესრიგებას ითხოვს. სოფელ კორბოულში, ასევე მწავვედ დგას წყლის პრობლემა, ამ დროისთვის ადგილზე წყლის რესურსის მოძიება მიმდინარეობს. კორბოულში გარდა ამისა, ბაღისა და მცირეკონტიგენტიანი სკოლის მშენებლობა იგეგმება.
აღნიშნულ სოფლებში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ამ დრომდე მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი არაერთი სასარგებლო პროექტი განხორციელდა. გამოღმა არგვეთში ბეტონის საფარიანი გზა დაიგო, სოფელ გორისაში სარიტუალო დარბაზის და სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები განხორციელდა. სოფელ გორისასა და გამოღმა არგვეთში კი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, წყალმომარაგების სისტემის მოწყობა მიმდინარეობს.
სამთავრობო გუნდმა, იმერეთის რეგიონში, უკვე 200 - მდე სოფლის მცხოვრების პირველადი საჭიროებები მოისმინა, „ღია დიალოგი“ მოსახლეობასთან უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
სიახლეები
- სამარხვო ოჯახური სოკოთი - ვიდეო
- პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღო, დაკავებულია ხუთი პირი
- "უნგრეთის გვერდის ავლით და ევროპული კანონმდებლობის დარღვევით ბრიუსელი დგამს ნაბიჯებს გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევისკენ, ეს ომის გამოცხადებაა"
- საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა
- "უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს" - სალომე ზურაბიშვილი აქციაზე
