იმერეთის რეგიონში რთულმა მეტეოროლიგიურმა პირობებმა და ინტენსიურმა თოვლმა პრობლემები შექმნა
იმერეთის რეგიონში რთულმა მეტეოროლიგიურმა პირობებმა და ინტენსიურმა თოვლმა გარკვეული პრობლემები შექმნა.
მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა 1 მეტრს გადააჭარბა, ხოლო დაბლობში 50 – 60 სმ. - ს მიაღწია.
მხარის 12-ვე მუნიციპალიტეტში მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და ინტენსიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები. ამ დრომდე მოძრაობა არც ერთ საავტომობილო გზაზე არ არის შეჩერებული. ყველაზე რთულ, მუხურა-ტყიბულის მონაკვეთზე, გადაადგილება მხოლოდ დაბალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებებისთვის არის შეზღუდული.
იმერეთის მხარის სოფლების გარკვეულ ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია და დაზიანებულია გარე განათების ბოძები. აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამსახურები განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა
