ბაღდათის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
ბაღდათის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე ქალაქ ბაღდათში, შანიძისა და ენდელაძის ქუჩების სრული რეაბილიტაცია ხორციელდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შპს "გი-ან 2011“-ი ასრულებს, რომლის ღირებულებაც 500 000 ლარს შეადგენს. ენდელაძისა და შანიძის ქუჩებზე რკინა-ბეტონის საფარი იგება, ეწყობა სანიაღვრეები და ცხაურები.
რკინა-ბეტონის საფარი მოეწყობა ასევე წმინდა მარიამის ქუჩაზეც, რომლის რეაბილიტაციას სამშენებლო კომპანია შპს "ლომი“ ასრულებს.
ქალაქ ბაღდათში აღნიშნული გზების კეთილმოწყობა, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
მიმდინარე სამუშოებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე, მერის პირველ მოადგილე კახა ენუქიძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ კახა მსხვილიძესთან ერთად გაეცნო.
სიახლეები
- „კლინიკა ბომონდი“ 20 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს
- ,,აშშ-ს ევროპის გაყოფა სურს, მათ ევროკავშირი არ მოსწონთ"- კაია კალასი
- ტრამპმა განაცხადა, რომ მისთვის ირანელი ჩინოვნიკების ლიკვიდირება დიდი პატივია
- ,,თუ ამგვარ ფაქტს აქვს ადგილი, რა თქმა უნდა, რაღაც დასამალი აქვს"- კახა კალაძე
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
