"თითოეულმა ჩვენი საქმით უნდა ვეცადოთ, მალე დადგეს დრო, როცა 26 მაისს ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ერთად გამთლიანებულ საქართველოში ვიზეიმებთ"
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე მოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
როგორც ზვიად შალამბერიძის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ეს დღე ყველა ქართველისთვის უმნიშვნელოვანესია და თითოეულმა ჩვენი საქმით უნდა ვეცადოთ ყველა შემდეგ 26 მაისს მეტად გამარჯვებული შევხდეთ.
"26 მაისს ჩვენ ვზეიმობთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, რომლისთვისაც მრავალი ათასი თაობა იბრძოდა, მრავალმა ათასმა ადამიანმა შეწირა სიცოცხლე და გამარჯვებას მაინც მიაღწია, თუმცა ამით არაფერი დასრულებულა, რუსული ოკუპაცია ახლაც ძალიან დიდი გამოწვევაა ჩვენთვის და წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გვაქვს მოსაპოვებელი. ქედს ვიხრით იმ ადამიანების წინაშე, ვინც ამ დღის აღნიშვნა გახადა შესაძლებელი და მადლობა ყველას, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, საქმიანობდა, მოღვაწეობდა.
ეს დღე ყველა ქართველისთვის უმნიშვნელოვანესია და თითოეულმა ჩვენი საქმით უნდა ვეცადოთ ყველა შემდეგ 26 მაისს მეტად გამარჯვებული შევხდეთ, ვეცადოთ, მალე დადგეს დრო, როცა ამ დღეს ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ერთად გამთლიანებულ საქართველოში ვიზეიმებთ.
დღეს სიმბოლურად საქართველოს დროშის ფერებში განათდა ქუთაისის ოპერის თეატრი და ამით კიდევ ერთხელ გვსურს გავუსვათ ხაზი იმას, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში ასევე დიდი როლი აქვს კულტურას, შემოქმედებას, ზოგადად ხელოვნებას, რაც არაერთმა შემოქმედმა აჩვენა საქმით ბევრჯერ.
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, წარმატებები ჰქონდეს ჩვენ ქვეყანას და ყველა ერთად ვემსახუროთ მის განვითარებას, წინსვლას და გაერთიანებას", - აღნიშნულია სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებაში.
სიახლეები
- კრემლში აცხადებენ, რომ საქართველოს კომპენსაციას არ გადაუხდიან - “ეს მილიონები არსად არ გაქრება, რუსეთს მისი გადახდა მოუწევს”
- სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტებზე სამი პირი დააკავა
- "ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, რომელიც ქუთაისში, 20 წელი ფუნქიონირებდა, თბილისში გადაიტანეს" - ელეონორა არჩაია
- ევროპის დღე ქუთაისში - 24-25 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიებები
- "თუ 11 წელი სასწავლო პროგრამისთვის საკმარისია, სხვა რამის გამო არ შეიძლება დავამატოთ მე-12" - ირაკლი კობახიძე