“საქმე მივა დიდი საეკლესიო კრების მოწვევამდე”
"მე მგონი საქმე მივა დიდი საეკლესიო კრების მოწვევამდე, რადგან ეს სინოდი ვერ შეძლებს გაუმკლავდეს გამოწვევებს"
- ასეთ პროგნოზს აკეთებს საპტრიარქოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, “საქმე მივა დიდი საეკლესიო კრების მოწვევამდე” / დავით ბერძენიშვილი თვლის, რომ - “აირია მონასტერი, ჭირმა თავი არ დამალა. ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება”.
"აირია მონასტერი, რაც მოსალოდნელი იყო. ამ ხნის მანძილზე არსებულმა პრობლემებმა თავი იჩინა, ჭირმა თავი არ დამალა. ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება, ეს სინოდი ვერ შეძლებს გაუმკლავდეს მის წინ არსებულ გამოწვევებს. "გასაგებია, რომ ივანიშვილი გადაეფარა პატრიარქს, მაგრამ ახლა არ არის საპატრიარქოს გადაფარების დრო, რადგან ძალიან ბევრი შიდა პრობლემებია. მე მგონია, რომ საქმე მივა დიდი საეკლესიო კრების მოწვევამდე, როგორც ეს მოხდა 1917 წელს. ამას ითხოვს ბევრი თეოლოგი, სასულიერო პირები, რომლებიც დღეს უმცირესობაში არიან. ჩემთვის არსებითი არის, ის, რომ პროცესი დაიწყო”, - აღნიშნავს გამოცემა.
"რეზონანსი": ივანიშვილის განცხადება, რომ აპირებს თავისი ქონების 90% ქველმოქმედებას მოახმაროს, ოპოზიციის მხრიდან წინასაარჩევნო დაპირებად შეფასდა, თქვენც ასე ფიქრობთ?
დავით ბერძენიშვილი: ყველაზე დიდი ქველმოქმედება ჩემი პოლიტიკაში მოსვლააო - დაგვამადლა. ამ ტიპის განცხადებებს ხშირად აკეთებს, რადგან პრეტენზია აქვს, რომ პოლიტიკაში ერკვევა. როგორც ჩანს წინასაარჩევნოდ ნათქვამია, რადგან ბიძინა ივანიშვილი სოციალური ბიზნესმენი ნამდვილად არ არის”, - წერს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- დღეიდან სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების რეალიზაცია აიკრძალა
- გლობალური ადაპტაციის კორექტირებული ინდექსით საქართველო საუკეთესო ათეულში, ეკონომიკური მზაობით კი მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია
- საქართველოდან უცხო ქვეყნის 103 მოქალაქე გააძევეს
- პირველი აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
- საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას 31 მარტს 87 წელი შეუსრულდებოდა
