April 26, 2024

"გამაღიზიანა, რომ ბავშვისთვის დამერტყა და გადაეღო" - რას ჰყვება დედა, რომელსაც შვილებთან მიახლოება აეკრძალა

ქალი, რომელსაც შვილზე ძალადობის გამო შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს, აცხადებს, რომ შვილზე მხოლოდ ერთხელ იძალადა და ეს შემთხვევაც პროვოცირებული იყო.

 

ხათუნა ობოლაძის მტკიცებით, მისი მეგობარი, რომელმაც ძალადობის ამსახველი ვიდეო გადაიღო და ჟურნალისტებს გადასცა, "მიგზავნილი" იყო. 

 

"გამაღიზიანა სპეციალურად, რომ მე ბავშვისთვის დამერტყა, რომ გადაეღო ეს ყველაფერი და გადმოეგზავნა მამისთვის... კი პირველი შემთხვევა იყო. ერთხელ იყო იმიტომ, რომ დღეს ჟურნალისტებმა მეზობლები დაკითხეს, მთელი კორპუსი. სამსართულიან კორპუსში ვცხოვრობ და დადასტურეს ის, რომ სახლს ძალიან თხელი კარები აქვს და ელემენტარული ყვირილის ხმაც კი არ გადიოდა, მაგას ჩვენც არ ვაპატიებდით, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ ის ქალი მოგზავნილი იყოო", - ამბობს ხათუნა ობოლაძე

 

ხაშურის სასამართლომ 6 შვილის დედას, ბავშვებთან მიახლოება ერთი თვით აუკრძალა. მცირეწლოვნები ახლა სოციალური სამსახურის მზრუნველობისა და ყურადღების ქვეშ არიან.

წაკითხვა 436 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.