ამ გვერდის ამობედვა

"აფხაზეთი საქართველოა, ჩვენ დავბრუნდებით" - წარწერა Nasa-ს მარსმავალის ბორტკომპიუტერში

NASA-ს მარსმავალის Perseverance-ის ("შეუპოვრობა") ბორტკომპიუტერზე, პლანეტა მარსზე დაშვების დროს, მილიონობით ადამიანის მონაცემებთან ერთად იყო ქართული წარწერა "აფხაზეთი საქართველოა, ჩვენ დავბრუნდებით".

მას შემდეგ, რაც NASA-მ გამოაცხადა, რომ მარსმავალს შეეძლო მარსზე ნებისმიერი მსურვლის მონაცემები წაეღო, სოხუმელმა გიორგი ჯახაიამ საკუთარი მონაცემები გაგზავნა: სარეგისტრაციო ველში, სახელის ნაცვლად გიორგი ჯახაიამ ჩაწერა ფრაზა Abkhazia is Georgia,  We Will Come Back! - აფხაზეთი საქართველოა ჩვენ დავბრუნდებით!

 

თითქმის 500-მილიონკილომეტრიანი მოგზაურობის შემდეგ, NASA-ს ახალი მარსმავალი "პერსევერანსი" მარსზე გუშინ, გვიან ღამით დაჯდა.

 

282674193

წაკითხვა 627 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 19 2021