"უნდა ვიშრომოთ, რომ აფხაზებმა და ქართველებმა ერთად ვიცხოვროთ ეკონომიკურად ძლიერ, განათლებულ ევროპულ სახელმწიფოში"

დღევანდელი დღე არის უმძიმესი ტკივილის დღე. ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს უმძიმესი ტრაგედიაა ქართველებისთვის და აფხაზებისთვისაც. საერთოდ, ამ ომში გამარჯვებული არ არსებობს და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს ომი ტრაგედიაა ყველასთვის აფხაზებისთვისაც და ქართველებისთვისაც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გმირთა მოედანზე გმირთა მემორიალთან განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და ქართველებმა და აფხაზებმა ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ეკონომიკურად ძლიერ და განათლებულ ევროპულ სახელმწიფოში ვიცხოვროთ.

 

„დღეს საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და შესაბამისად, ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ჩვენი შვილებისთვის, აფხაზებთან ერთად, აფხაზებმა, ქართველებმა ჩვენ ყველამ ერთად ვიცხოვროთ ეკონომიკურად ძლიერ, განათლებულ ევროპულ სახელმწიფოში. ეს ჩვენი მოვალეობაა ჩვენი შვილების წინაშე და დარწმუნებული ვარ გავაკეთებთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

ცნობისთვის, სოხუმის დაცემიდან დღეს 27 წელი შესრულდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო.

წაკითხვა 589 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.