April 26, 2024

ქუთაისელმა რაგბისტმა ირაკლი ულუმბელაშვილმა ნიუ-იორკში რაგბის კლუბი დააფუძნა

ორი თვის წინ ნიუ-იორკში რაგბის კლუბი „კავკასია“ დაარსდა.

მისი დამფუძნებელი და მწვრთნელი ქუთაისელი რაგბისტი ირაკლი ულუმბელაშვილია. ის 12 წლის ასაკიდან მიჰყვება სპორტის არაერთ სახეობას, თუმცა რაგბში ბევრი წარმატება აქვს მოპოვებული.

 

რაგბის კლუბის დაფუძნებას თან სდევდა არაერთი საფეხურის გავლა. როგორც დამფუძნებელი  FirstNews.ge- თან საუბარში განმარტავს, ეს სპორტი ნიუ-იორკში ახალია, თუმცა ქართველების გარდა სხვებიც ინტერესდებიან.

 

FirstNews.ge გთავაზობთ ინტერვიუს კლუბის დამფუძნებელთან ირაკლი ულუმბელაშვილთან.

 

როდის დაინტერესდით სპორტით და რა მიღწევები გქონდათ?

-  სპორტი ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის პირველ ადგილზე იყო,  რისთვისაც ბაბუს უნდა ვუმადლოდე.  მან თითქმის ყველა სპორტის სახეობაზე მატარა, რაც ქუთაისში იყო, კალათბურთზეც - კი.

რაგბი 12 წლის ასაკში დავიწყე, ჭიდაობიდან გადავედი. ჩემი კარიერა ტრამვებით იყო დახუნძლული, თუმცა  უმაღლეს ლიგაში თამაში და A ლიგის ჩემპიონობა მაინც მოვასწარი, შემდეგ გავემგზავრე რუმინეთში. იქ ორ  სეზონში ბრინჯაო და ვერცხლი ავიღე. ბოლოს საფრანგეთში ჩავირიცხე “ფედერალ 1”- ის გუნდში, სადაც ჯერ ნახევარ ფინალში შევძელით გასვლა, ხოლო მეორე წელს "ტრელისაკის ღირსებას" ვიცავდი. 40 გუნდში მე-2 ადგილი დავიკავეთ.

 

- როგორი იყო გზა ქუთაისიდან ამერიკამდე?

- ჩემი გზა ქუთაისიდან დაიწყო, გაგრძელდა ჩეხეთით, იყო რუმინეთი, საფრანგეთი და შემდეგ ამერიკა, სადაც უბრალოდ როგორც ტურისტი ჩამოვედი და  დარჩენა გადავწყვიტე.

 

- ნიუ-იორკში რაგბის კლუბი ჩამოაყალიბეთ, რამ გიბიძგათ ამისკენ?

- ნიუ-იორკში ჩამოსვლისას მივხვდი, რომ აქ ძალიან ბევრი ქართველია, რომელიც ვერ ახერხებს ქვეყანაში ჩასვლას და დაბრუნებას, თუმცა ქართული გენი და შემართება არავის აკლია. მე უკვე მქონდა მწვრთნელობის გამოცდილება ევროპაში და ჩემს საბოლოო პროფესიად სწორედ ეს საქმე წარმომედგინა. ამისათვის კი უკეთესი შანსი არ მექნებოდა. ლიცენზირება გავიარე ამერიკის რაგბის ფედერაციაში, ასევე ავიღე სერთიფიკატები, გავიარე ძალინ ბევრი ბიუროკრატიული საფეხური და საბოლოოდ 2 თვის წინ დაარსდა ჩვენი გუნდი.

გუნდში უკვე გვყავს იტალიელი და ამერიკელი მოსწავლე. ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა, თუმცა უმრავლესობა, რა თქმა უნდა, ქართველია, რადგან აქ რაგბი ახალი სპორტია. აღსანიშნავია, რომ ჩვენი უცხოელი თანაგუნდელები უკვე სწავლობენ ქართულ სიტყვებს.

 

ssss46711688996551 3848424502627139584 n

 

-  თქვენს სამომავლო გეგმებზე გვესაუბრეთ...

-  როდესაც გუნდი ჩამოყალიბდა წინასწ არ ვიცოდი თუ რა მიზანი მქონდა. საბოლოოდ მივხვდი, რომ ეს მიზანი ჩემი ქვეყნის  ბიჭების  უკეთ წარმოჩენა იყო. აქ ბევრმა არ იცის საქართველოსა და ქართველების შესახებ  და მინდა, რომ კარგი კუთხით გაგვიცნონ. ასევე ჩემი მიზანია ის, რომ ქართველმა ბავშვებმა ერთმანეთი ხშირად ნახონ და კონტაქტი არ გაწყდეს. ვცდილობ ბიჭები კარგ ფორმაში ჩავაყენო და სექტემბრიდან უკვე ამერიკის რეგულარულ ჩემპიონატში ჩავერთვებით.

 

FirstNews.ge  ნიუ-იორკში დაარსებულ რაგბის კლუბ „კავკასიას“ წარმატებას უსურვებს.

 

წაკითხვა 3466 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 16 2019

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.