„ჩვენ არ ვართ გავრილოვები“, „პუტინი ოკუპანტია“ - რუსი ტურისტები პარლამენტთან აქციას მართავენ
საქართველოში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები და ტურისტები პარლამენტთან აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები ტრანსფარანტებით „ჩვენ არ ვართ გავრილოვები“, „პუტინი ოკუპანტია“ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას უცხადებენ.
„დღეს აქ ვარ ქართველი ხალხის მხარდასაჭერად. მათ ვეუბნებით, რომ მათ გვერდით ვდგავართ. 27-ე დღეა ისინი საკუთარი უფლებებისთვის იბრძვიან, მე მხარს ვუჭერ მათ და ვაცხადებ, რომ რუსეთი ოკუპანტია და საქართველოს 20% ოკუპირებულია. საქართველოს გარდა რუსეთმა მოახდინა უკრაინის ნაწილის ოკუპაციაც. მე თავისუფალ საქართველოს ვუჭერ მხარს. 2 წელია აქ ვცხოვრობ და თავს ვგრძნობ თავისუფლად. აქ არანაირი რუსოფობიური აქციები არ მიმდინარეობს. ხალხი იბრძვის თავისი უფლებებისთვის“, - განაცხადა აქციის მონაწილემ.
საქართველოში მყოფი რუსი ტურისტები მოგზაურობას უსაფრთხოდ განაგრძობენ და აცხადებენ, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა. 2008 წლის აგვისტოს ომი კი რუსეთის ამბიციის შედეგია.
„თბილისსა და საქართველოში თავს ვგრძნობ უფრო თავისუფლად ვიდრე რუსეთში. ეს ჩვენ უნდა ვისწავლოთ, აგვისტოს ომი რუსეთის ამბიცია იყო, პუტინი კი ოკუპანტია“, - აცხადებს აქციის მონაწილე.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 17 მარტისთვის
- "საქართველო იმ ქვეყნებზე ბევრად დემოკრატიულია, რომელთაც “მოსკოვის მექანიზმის“ ინიციატივა წარადგინეს" - ირაკლი კობახიძე
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "პლასტიკის მოხმარებასთან დაკავშირებულია ბევრი დაავადების მომრავლება, თუმცა მნიშვნელოვანია ეკონომიკური ასპექტები" - რაკლი კობახიძე
- "ყველაფრის დაშვება შეგვეძლო, მაგრამ ეს იყო წარმოუდგენელი" - მასწავლებლის ბურუსით მოცული გარდაცვალება
