"C ჰეპატიტის სამკურნალო წამლები იყო და ხალხს ელოდებოდა, ეს ხალხი არ მივიდა"
“C ჰეპატიტის სამკურნალო წამლები იყო და ამ ხალხს ელოდებოდა, ეს ხალხი არ მივიდა, წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა, ხალხი რომ მისულიყო და წამალი არ ყოფილიყო”, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, იმ კონკრეტულ პირებს, რომლებსაც დადასტურებულად აქვთ c ჰეპატიტი, უკავშირდებოდნენ და თხოვდნენ პროგრამაში ჩართვას, თუმცა ისინი არ ჩაერთნენ.
“ლაპარაკია 2000 დოზაზე, მაშინ, როდესაც დღესაც კი, არის დაახლოებით 16 ათასი კაცი, ვისაც დადასტურებულად აქვს c ჰეპატიტი. ეს 16 ათასი კაცი, მიუხედავად იმისა, რომ მათ რამდენჯერმე უკავშირდებიან, თხოვენ, რომ ჩაერთონ პროგრამაში, ეს ხალხი დღემდე არ არის ჩართული პროგრამაში, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულიდან მოყოლებული საერთოდ უფასოა პროგრამაში ჩართვა. ეს წამლები იყო და ამ ხალხს ელოდებოდა, ეს ხალხი არ მივიდა, წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა, ხალხი რომ მისულიყო და წამალი არ ყოფილიყო? კვლევაც ჩატარდა, რომ ურეკავდნენ, რატომ არ მიდიოდნენ და ერთ-ერთ ეტაპზე მეორე მიზეზად დასახელდა ის, რომ კვლევებზე გარკვეული თანხა იყო საჭირო, მაგრამ ესეც მოიხსნა და მიუხედავად ამისა, მაინც არ მიდიან. C ჰეპატიტი არის ისეთი დაავადება, რომელიც “ჩუმი მკვლელია”. მთელი ცხოვრება შეიძლება გქონდეს და არ შეგაწუხოს, ქართველი კაცის ხასიათი ხომ იცით? თუ არაფერი აწუხებს, რატომ უნდა წავიდეს და იმკურნალოს? ძალიან ბევრი ადამიანი არ მიდის უბრალოდ”,- განაცხადა პაატა იმნაძემ.
ცნობისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, საქართველოს მიერ C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში მიღებულ ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების მედიკამენტს ვადა გაუვიდა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსური აუდიტის ანგარიშიდან ირკვევა, სოციალური მომსახურების სააგენტოს სხვა დანარჩენი მატერიალური მარაგების ანგარიშზე, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აღრიცხული აქვს C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში 560,645,083 ლარის ვადაგასული მედიკამენტი.
სიახლეები
- შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესების დარღვევაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, შესაძლოა, არასრულწლოვანებზეც გავრცელდეს
- შსს-მ ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი 5000 ლარით დააჯარიმა
- "არაფერი გვაქვს საერთო იმ პოლიტიკოსებთან, რომლებიც პასუხისმგებლობას არ იღებენ, ახალ სცენარებს ალაგებენ" - გიორგი შარაშიძე
- "ყველამ ყველაფერი იცოდა 4-მდეც, 4-შიც, ყველამ იცოდა, რომ საკუთარ ქვეყანაში ნეპალის მოსაწყობად იკრიბებოდა, ყველამ მოისმინა კითხვა, გინდათ თუ არა ნეპალის მოწყობა? "
- "უკრაინის თავდაცვის ძალებს ბრძოლის ველზე შეტევაზე გადასვლა სურთ, ამაზე გადაწყვეტილებას მე მივიღებ, მაგრამ მათ შეტევა სურთ" - ტრამპი