აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სახელით, ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სახელით, ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს, რომელიც საერთო ღირებულებებზე და თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ერთიანობის ღრმა სიყვარულზეა დაფუძნებული. აშშ ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრების ფარგლებში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით. შეერთებული შტატები აფასებს საქართველოს ინვესტიციას თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში და მის მნიშვნელოვან წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოებაში, მათ შორის ავღანეთში ნატო-ს მისიაში. ქართველი ჯარისკაცები მამაცურად მსახურობდნენ და ჩვენ პატივს ვცემთ ქართველებს, რომლებმაც ამდენი მსხვერპლი შესწირეს გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების მისაღწევად.
მომავალ წელს, ჩვენ ველოდებით, რომ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობას კიდევ უფრო გავამდიდრებთ, რადგან საქართველო ახორციელებს რეფორმებს, რომლებიც აძლიერებს მის დემოკრატიულ პროცესებს და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მიერ მხარდაჭერილ კანონის უზენაესობას.
ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და COVID-19- ის პანდემიისგან გამოსვლის მცდელობებს. მსგავსი კრიზისი ჩვენ გვახსენებს ამერიკელი და ქართველი ხალხების მეგობრობის ნამდვილ სიღრმესა და ღირებულებას.
გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!“, - წერია პომპეოს წერილში.
სიახლეები
- საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას 31 მარტს 87 წელი შეუსრულდებოდა
- 1991 წლის 31 მარტს საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი ჩატარდა
- ,,არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას ფავორიტი ჰყავს, ხელისუფლება ცდილობს დაამოწმოს, რომ არსებობს სამი საუნჯე – მამული, ენა, სარწმუნოება"- მეუფე დანიელი
- ,, ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის 35-წლიანი გზა გამოდგა ეკლიანი"- შალვა პაპუაშვილი
- სასაზღვრო პოლიციამ უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავა
