მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველოში 54 ადამიანი დაიკარგა

2020 წლის იანვრიდან ივნისის თვის ჩათვლით, საქართველოში სულ 54 ადამიანი დაიკარგა, საიდანაც 34 პოლიციამ იპოვა, 20 ადამიანის სამძებრო სამუშაოები კი ამ დრომდე მიმდინარეობს.

 

რაც შეეხება უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სტატისტიკას ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვრიდან ივნისის თვის მდგომარეობით, დაკარგულ 54 ადამიანს შორის 18 წლამდე ასაკის 13 პირი იყო. აღნიშნული 13 არასრულწლოვნიდან 10 ნაპოვნია და 3-ის სამძებრო ღონისძიებები გრძელდება.

 

ამ პერიოდის განმავლობაში 18-დან 24 წლამდე ასაკის 5 ადამიანი დაიკარგა, მათგან 2 ცოცხალი იპოვეს, ორი გარდაცვლილი, არ უპოვიათ ერთი ადამიანი.

 

იანვრიდან ივნისის თვის მდგომარეობით, დაკარგული 54 ადამიანიდან 25-დან 45 წლამდე ასაკის 16 ადამიანი იყო, 8 იპოვეს, მათგან ერთი გარდაცვლილი.

 

54 დაკარგულიდან 46-დან 60 წლამდე ასაკის 12 ადამიანი იყო, 5 იპოვეს, მათგან 2 გარდაცვლილი იყო.

 

მიმდინარე წლის იანვრიდან ივნისის თვის მდგომარეობით, უგზო-უკვლოდ დაკარგული 54 ადამიანიდან 60 წლამდე და უფროსი ასაკის 8 ადამიანი იყო, მათგან ერთი ცოცხალი იპოვეს, სამი - გარდაცვლილი, 4-ის სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იანვრიდან ივნისის ჩათვლით დაკარგულ პირთა უმრავლესობა, 51% საქართველოს მოქალაქეა.

წაკითხვა 271 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 31 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.