May 19, 2024

აპრილი 15 2022 წაკითხვა 255 ჯერ

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 20 318 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 235 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 496 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.16%.

აპრილი 14 2022 წაკითხვა 303 ჯერ

ანტიარითმიული, სპაზმოლიზური, წნევის დამწევი, ანტიალერგიული, ანაფილაქსიური შოკის საწინააღმდეგო, შარდმდენი, ანტიდიაბეტურიჰიპოგლიკემიის საწინააღმდეგო საშუალებები, ასევე ბრონქული ასთმისა და სტენოკარდიული შეტევის კუპირების საშუალებები აუცილებლობის შემთხვევაში ურეცეპტოდ გაიცემა, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

კაპტოპრილი, დექსამეტაზონი, ეპინეფრინიფუროსემიდი, გლუკოზა, ინსულინი, სალბუტამოლინიფედიპინიამიოკორდინი, ატროპინი, დიფენჰიდრამინიგლიბენქლამიდიმეტფორმინიმეტოპროლოლი, პრედნიზოლონი, ნიტროგლიცერინი, ნალოქსონი და სხვა დასახელების მედიკამენტის შეძენა, აუცილებლობის შემთხვევაში, რეცეპტის გარეშეც არის შესაძლებელი.

აღნიშნული გამონაკლისი მეორე ჯგუფის მედიკამენტებს ეხება, რომლის რეცეპტიც პირველი მარტიდან, მატერიალური სახით (ქაღალდზე) აღარ გაიცემა და მისი გამოწერა მხოლოდ ელექტრონული ფორმით ხდება.

რეცეპტის გარეშე გაიცემა III ჯგუფის მედიკამენტები, რომლებიც ნაკლებად მძიმე გვერდითი მოქმედებით ხასიათდებიან. მსგავსი ტიპის პრეპარატებია: ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი, გაციების დროს გამოსაყენებელი, კუჭ-ნაწლავის სამკურნალო საშუალებები და სხვა.

გადაუდებელი დახმარების საჭიროებისას, რეცეპტის გარეშე გასაცემი მედიკამენტების სია იხილეთ აქ.

აპრილი 14 2022 წაკითხვა 207 ჯერ

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 22, 23, 24 და 25 აპრილს თბილისი-ბათუმისა და 21, 22, 23, 24 და 25 აპრილს თბილისი-ფოთის მიმართულებით საქართველოს რკინიგზა დამატებით რეისებს ნიშნავს.

აპრილი 14 2022 წაკითხვა 210 ჯერ

როდესაც გლობალური საზოგადოება რუსეთის სასტიკი ომის წინააღმდეგ უკრაინის გვერდით დგას,​ ჩვენ ვიხსენებთ ქართველი ხალხის გმირულ საქციელს საკუთარი ენის თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად, ვაგრძელებთ ქართველ​ი ხალხის გვერდით დგომას რუსეთის რევანშიზმის წინააღმდეგ და თქვენი მომავლისა და პარტნიორების თავისუფლად არჩევის მხარდასაჭერად, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებაში, რომელსაც დედაენის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ავრცელებს.

აპრილი 14 2022 წაკითხვა 209 ჯერ

მოძრაობა „არა ბარბარიზმებს!“ 2016 წელს დააარსა ქართველი ლექსიკოგრაფების ჯგუფმა.

აპრილი 14 2022 წაკითხვა 183 ჯერ

ის მაღაზიაში საქველმოქმედო კამპანია დაიწყო, რათა ყურადღება მიეპყრო აუტიზმის მქონე ადამიანებზე და ხელი შეეწყო მათ ადაპტაციას საზოგადოებაში.

გვერდი 148 სულ 636
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.