May 18, 2024

მაისი 10 2023 წაკითხვა 239 ჯერ

ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პროექტის "თანასწორი, ძალადობისა და შევიწროებისგან თავისუფალი გარემო ღირსეული შრომის უზრუნველსაყოფად" შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. პროექტს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება რეგიონული ინიციატივების ცენტრი "ნათელი მომავალთან" პარტნიორობით ახორციელებდა.


პროექტის მენეჯერმა მარიკა ვაჭარაძემ პროექტის საქმიანობის და იმ ღონისძიებების შესახებ ისაუბრა რომელიც ერთი წლის მანძილზე განხორციელდა.

 

„პროექტის სამიძნე 12 მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო იყო. საჯარო მოხელეებისთვის პირველ ეტაპზე ჩატარდა გასვლი თრენინგი, ხოლო მეორე ეტაპზე მოხდა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა, რომელიც საჯარო დაწესებულოებებში თანასწორი და თავისუფალი გარემოს შესწავლას მოიცავდა,“- აღნიშნა მან.


პროფკავშირების თავჯდომარის მოადგილემ რაისა ლიპარტელიანმა ხაზი გაუზვა ღირსეული შრომის უზრუნველყოფას სამუშაო ადგილებზე და კანონთან შესაბამისაობაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მისი თქმით - „მნიშვნელოვანია შინაგანაწესი და დებულებები პასუხობდეს იმ ცვლილებებს, რაც ამ მიმართულებით რეალურად უნდა განხორციელდეს, გენდერული საბჭოები და გენდერზე პასუხისმგებელი პირები უნდა უზრუნველყოფდნენ ისეთი აქტივობების განხორციელებას რომელიც მიმართილი იქნება ღირსეული შრომის უზრუნველყოფისკენ, თანასწორი და ძალადობისგან თავისუფალი გარემოს შექმნისკენ“.


პროექტის ფარგლებში მომზადდა მონიტორინგის ანგარიში, რომელსაც ბეჭდური სახით იყო წარმოდგენილი, ხოლო ანგარიში საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თაბვჯდომარის მოადგილემ თამარ სურმავამ წარადგინა.


შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები, მედია და სამოქალაქო სექტორი ესწრებოდა.

მაისი 10 2023 წაკითხვა 301 ჯერ

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზო გაბრიაძის წიგნის "ჩემი პატარა ქალაქი " წარდგენა გაიმართა.

მაისი 10 2023 წაკითხვა 198 ჯერ

ქუთაისში ცოფის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ცოფის ვირუსი ერთ შემთხვევაში ოჯახის შინაურ ცხოველს, მეორე შემთხვევაში კი მიუსაფარ ძაღლს გამოუვლინდა. არცერთ შემთხვევაში ცხოველი აცრილი არ იყო.

მაისი 09 2023 წაკითხვა 209 ჯერ

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს შოთა ჩიხლაძეს ესტუმრა და ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა 101 წლის თანაქალაქელს.

მაისი 09 2023 წაკითხვა 193 ჯერ

9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა.

მაისი 09 2023 წაკითხვა 1204 ჯერ

4 მაისს, ქუთაისის მ.ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, დიდი ქართველი მომღერლის, ზურაბ ანჯაფარიძის საიუბილეო საღამო გაიმართა.

გვერდი 55 სულ 530
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.