April 25, 2024

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით 38-ე სხდომა გამართა

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით 38-ე სხდომა გამართა.

საკრებულოს სხდომაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს შესაბამისი რეგლამენტის და СOVID-19 ვირუსის პრევენციის მიზნით მოქმედი რეკომენდაციების, დახურულ სივრცეში პირბადის სავალდებულო ტარების მოთხოვნის და სოციალური დისტანციის დაცვით.

 

მოქალაქეებისთვის ინფორმაციის უწყვეტ რეჟიმში მიწოდების და უსაფრთხო კომუნიკაციის უზრუნველყოფის მიზნით 27 იანვრის რიგით 38-ე სხდომის ტრანსლაცია მოხდა ტელეკომპანია "რიონის" პირდაპირ ეთერში და საკრებულოს Facebook გვერდზე, სადაც მოქალაქეებს საშუალება ქონდათ თვალყური ედევნებინათ სხდომის მიმდინარეობისთვის.

 

ქუთაისის მუნიციპალიტეტის სარებულოს რიგით 38-ე სხდომის გადაწყვეტილებები:

 

ცვლილება შევიდა „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 დეკემბრის N167 დადგენილებაში.

დადგენილებაში ცვლილების შევიდა  საქართველოს  მთავრობის  2020 წლის 31  დეკემბრის  N2685 განკარგულების საფუძველზე, კერძოდ ქალაქ ქუთაისი მუნიციპალიტეტს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების  ფონდიდან გამოეყო 8051,6 ათასი ლარი. ამასთან,, ხაზინის ერთიან ანგარიშზე  არსებული  ნაშთი  განაწილდა 2021 წლის 1 იანვრისთვის. ზემოაღნიშნულის შესაბამისად  გაიზარდა ბიუჯეტის  ხარჯვით ნაწილში პროგრამული კოდებისა და შემოსავლების ნაწილი.

 

ცვლილება შევიდა "ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების , მერის საჯარო მომსახურეთა  და მერიის პოლიტიკური თანამდებობის  პირების  თანამდებობრივი  სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ" ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის #24 დადგენილებაში.

 

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში 2021 – 2024 წლებში დასაფინანსებელი პროექტების საპროექტო წინადადებების მოწონების შესახებ.

 

მიმდინარე მდგომარეობით ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტს აქვს 2018 - 2021 წლებისათვის გათვალისწინებული დასაფინანსებელი პროექტების საპროექტო წინადადებები.  სხდომაზე დამტკიცებულ იქნა  2021-2024 წლების დასაფინანსებელი პროექტების გეგმა.

 

„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების 2019-2020 წლების გეგმის („LEDP“) მოწონების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 აპრილის N168 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.


ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 აპრილის N168 განკარგულებით მოწონებული იქნა „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების 2019-2020 წწ. გეგმა (LEDP)”. ახალი კორონა ვირუსის (Covid 19) გავრცელების პერიოდში, 2020 წელს, ვერ მოხერხდა გეგმით გათვალისწინებული რიგი ღონისძიებების ორგანიზება. 2021 წელს ეპიდსიტუაციის წინასწარი დამაიმედებელი პროგნოზიდან გამომდინარე ადგილობრივმა თვითმმართველობამ მიზანშეწონილად მიიჩნია ზემოაღნიშნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების აღსრულების ვადის გაგრძელება.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ გაუქმების ცნობად მიღების შესახებ.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - უკეთესი მომავლისათვის“ დაფუძნების ცნობად მიღების შესახებ.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ გაუქმების ცნობად მიღების შესახებ.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი ქუთაისისათვის“ დაფუძნების ცნობად მიღების შესახებ.

 

აღნიშნული საკითხების თანახმად გაუქმდა საკრებულოს ორი ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეები“ და „ქართული ოცნება-კონსერვატორები“.


დღევანდელ სხდომაზე ცნობად იქნა მიღეუბლი ახალი ფრაქციების შექმნის გადაწყვეტილება. გთავაზობთ ფრაქციების შემადგენლობებს.

ფრაქცია „ქართული ოცნება - უკეთესი მომავლისათვის“ - ფრაქციის თავმჯდომარე იმედა საღინაძე, მოადგილე ამირან კოპალეიშვილი, ფრაქციის წევრი მაია სიმონიძე.


ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი ქუთაისისათვის“ - ფრაქციის თავმჯდომარე, ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი, წევრები, რამაზ ჩხიკვაძე და ოთარ ლორთქიფანიძე.

 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ არჩეულ იქნა თეიმურაზ ნადირაძე.

 

ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა, საკრებულოს 14 დეპუტატმა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ თეიმურაზ ნადირაძე აირჩია.


პროფესიით ექიმი ნადირაძე აქტიურად იყო ჩართული კოვიდ ინფექციასთან ბრძოლის პროცესში. პროფესიონალი ექიმების გუნდთან ერთად კლინიკამ მოახერხა რეგიონში დადებითი ეპიდ სტატისტიკის შენარჩუნება და დაავადებული პაციენტების წარმატებული მკურნალობა.

თეიმურაზ ნადირაძე ასევე გახლდათ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მეხუთე მოწვევის საკრებულოს წევრი, ქალაქ მუზეუმის მაჟორიტარი დეპუტატი და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე. მეექვსე მოწვევის საკრებულოში 2020 წლის 29 ივლისს მან ნიკოლოზ ლატარია ჩანაცვლა. შეგახსენებთ რომ, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიცია ვაკანტური გახდა ირაკლი შენეგელიას მიერ თავმჯდომარის პოსტის დაკავების შემდეგ.

წაკითხვა 569 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.