ამ გვერდის ამობედვა

"როგორც ჩანს, "ქართულ ოცნებას" ზონდერ ბრიგადებიც კარგად შემოუნახავს წინა ხელისუფლებისგან"

ექსპერტი არჩილ გამზარდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"დღევანდელმა ხელისუფლებამაც ისევე გადააბიჯა დიქტატის ზღრუბლს, როგორც მისმა წინამორბედმა. 26 მაისის და 7 ნოემბრის აქციის მეთოდებამდე მივიდა პრაქტიკულად "ქართული ოცნება" პანკისში. არსებობს რამე, რაც ამართლებს ხელისუფლების სისასტიკეს საკუთარი მოქალაქეების მოიმართ? - არა.

 

როდესაც არც საკუთარ მოქალაქეს ეკითხები, საიდან აჰყარო და სად გადააცხოვრო, როდესაც არ ეკითხები, რა სურს, რა არ სურს და ძალით და სისასტიკით ახვევ კერძო ინტერესებს თავს - საბჭოური დიქტატის მეთოდებია ეს და ხელისუფლება უკვე გადადის სისასტიკის რეჟიმშიც, რაც აქამდე არ ჰქონია.

 

როგორც ჩანს, "ქართულ ოცნებას" ზონდერ ბრიგადებიც კარგად შემოუნახავს წინა ხელისუფლებისგან, რეზინის ტყვიებიც, ხელკეტებიც და ცრემლსადენის გაზიც,"- წერს არჩილ გამზარდია.

წაკითხვა 1017 ჯერ