"როდესაც პოლიტიკური ძალა ადამიანურ ტრაგედიებს საარჩევნო კამპანიისთვის იყენებს, ეს მძიმე მავნებლობა და გახრწნილობაა"

ტელეწამყვანი  არჩილ გამზარდია  სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვყნებს:

"როდესაც პოლიტიკური ძალა ადამიანურ ტრაგედიებს საარჩევნო კამპანიისთვის იყენებს, ეს მძიმე მავნებლობა და გახრწნილობაა.

 

დღეს "ქართულმა ოცნებამ" 7 ნოემბრის ტრაგედია საპრეზიდენტო არჩევნების მარკეტინგში ჩართო და პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა.

 

ის, რომ დღევანდელ ხელისუფლებას საერთოდ არ აღელვებს არც 7 ნოემბერი, არც 26 მაისი, არც მაღაროელები, არც მუშები და არცერთი ჩვენგანი, ეს მტკიცდება იმ სისტემის შენარჩუნებით, რასაც დღეს ვითომდა უჩიოდნენ - სასამართლო გინდა, პროკურატურა, სუსი თუ სხვა დანარჩენი.

 

რაც დღეს ვნახე, იშვიათი მაგალითია პოლიტიკური დეგრადაციისა, რაც ხელისუფლებამ აჩვენა.

 

პოლიტიკური თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, რომ ეს კატასტროფაა."– წერს არჩილ გამზარდია.

წაკითხვა 876 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 07 2018
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.