ამ გვერდის ამობედვა

"ბატონმა ბიძინამ 7 წელია, გზა და რკინიგზა არ გაიყვანა, რითიც ინვესტორებს აჩვენა, რომ მთავრობა პროექტს მხარს არ უჭერს"

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ზაზა ბიბილაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"ამერიკელები გვეუბნებიან, ააშენეთო. რუსები გვეუბნებიან, არ ააშენოთო. ივანიშვილი ამბობს, უვარგისი პროექტიაო. კომერციულადო, თორე განა რამეო. კონსორციუმი ითხოვს, გზა და რკინიგზა გაიყვანეთ და დანარჩენი მე ვიციო. ბატონმა ბიძინამ, გაგიკვირდებათ და, 7 წელია, გზა და რკინიგზა არ გაიყვანა, რითიც ინვესტორებს აჩვენა, რომ მთავრობა პროექტს მხარს არ უჭერს. ხოდა, ეს კი ცუდი მაგალითია, მარა მე მაინც მჯერა, რომ არაა ეს ბრძენი კაცი პუტინის შნირი. ტყუილად აბრალებენ,"- წერს ზაზა ბიბილაშვილი.

 

11სსს

წაკითხვა 1239 ჯერ