ახლა კი გვიმტკიცებენ, რომ უკანონო ქიმიური საშუალებები არ გამოუყენებიათ აქციების დარბევისას, მაგრამ საკმარისია გახარიასავით ვინმეს დასჯა დასჭირდეთ, უცებ გამოცხვება ბრალდება უკანონო საშუალებების გამოყენებაზე, სრულიად „საქოცეთიც“ რობოტებივით მონოტონურად აყვება და იგივე შემართებით დაგვიმტკიცებს (დაზეპირებული მესიჯბოქსით), რომ იმ ვიღაც „განტევების ვაცმა“ ხალხი დაწამლა აქციებზე, - ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით წერს.
ყველას ეხება რეჟიმის პოლიტიკა, ყველას ავიწროებს და ყველას შესაძლებლობების გზას უკეტავს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი წერს, რითაც განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმებთან დაკავშირებით მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებებს ეხმაურება.
უცხოეთი დაელოდება ამათი იმიტირებული გამოძიების შედეგებს, მერე დაფიქრდება, რამდენად დიდი მასშტაბის იყო ეს დარღვევა და მერე შეიძლება იმოქმედოს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მე და ბურჯანაძე სამი წელი საერთოდ არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს „ვარდების რევოლუციის“ წინ, უკმაყოფილო ვიყავი მისი საქმიანობით, მაგრამ ეგრევე გადავდე გვერდზე ყველანაირი პირადი წყენა, როცა საქმეს ასე დასჭირდა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
პარტიების აკრძალვა არის ჩაკეტილობის და პარტიული ტყვეობისაგან ხსნა, იარსებებს ბევრი სხვადასხვა ზომის ჯგუფი, საკვანძო საკითხებში ერთმანეთთან კოორდინაციაში, – ამის შესახებ პარტია „ახლის“ ლიდერი, ნიკა მელია ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.
მე ვმუშაობდი დღე და ღამე, ბევრი მანიაკს მეძახდა, „კოკაინზე“ ზისო მივრცელებდნენ, იმიტომ რომ ვერ წარმოედგინათ, თუ საიდან მოდიოდა ამდენი ენერგია - ახლა საქართველო სრულად საწინააღმდეგოა იმის, რაც 2012 წლამდე იყო. ჩვენ ყველგან მოვყავართ, როგორც წარუმატებლობის, ჩამორჩენილობის, არნახული რეგრესის მაგალითი, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილშია ნათქვამი, რომელსაც „ვარდების რევოლუციიდან“ 22 წლისთავთან დაკავშირებით ავრცელებს.
