April 27, 2024

შინაური ცხოველების მოვლისთვის რობოტი შეიქმნა - ვიდეო

შეფასება
(0 შეფასება)

 

ამერიკულმა კომპანია Rockybot-მა რობოტი Rocki შეიმუშავა, რომელიც შინაური ცხოველისთვის არის განკუთვნილი. ამის შესახებ ინტერნეტ პორტალი Intelligent Living იუწყება.

 

გავრცელებული ინფორმაციით, Rocki შინაური ცხოველების "მშობლებს" საშუალებას აძლევს ოთხფეხა მეგობრებს დისტანციურად ეკონტაქტონ და ეთამაშონ.

 

თქვენ შეგიძლიათ Rocki Robot საკუთარი iOS ან Android სმარტფონებიდან უფასო აპლიკაციის გამოყენებით აკონტროლოთ.

 

რობოტი აღჭურვილია 1080p კამერით, მიკროფონით, დინამიკით და ოთხი ბორბლით.

 

Rocki-ს ღირებულება 299 აშშ დოლარია. კომპანიაში აცხადებენ, რომ რობოტის მიზანია შინაურ ცხოველებში შფოთვის დონის შემცირება, ვარჯიშის დონის გაზრდა და მათი გამხიარულება.

წაკითხვა 583 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.