დავით ქირია მსოფლიო ჩემპიონი გახდა
ჩინეთის ქალაქ შანხაიში Kunlunfight-ის ეგიდით გამართულ მსოფლიო პირველობაზე, ქართველმა კიკბოქსიორმა დავით ქირიამ ჩემპიონობა მოიპოვა.
მან ფინალში ჩინელი ფენგ შინგლი დაამარცხა და 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს პირველობის გამარჯებული კარიერაში მესამედ გახდა.
"ამ წუთებში ჩამოვედი რინგიდან. მადლობას გიხდით ყველას. ჩვენ ეს ერთად შევძელით. თქვენ რომ არა, მე ამას ვერ შევძლებდი. ამას გულით გეუბნებით. მადლობა იმ მოტივაციისთვის, იმ თანადგომისთვის, რასაც მოსამზადებელ პერიოდში გამოხატავდით", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ დავით ქირიამ.
Kunlunfight-ი ჩინური კიკბოქსინგის ტურნირია, რომელიც 2014 წლიდან ტარდება და 2015 წელს წლის საუკეთესო ღონისძიების ჯილდოც გადაეცა.
სიახლეები
- "ტოქსიკურ ველზე დებატების შემოტანა არანაირ შედეგს არ მოიტანს" - გია ვოლსკი
- "სუს-ის მიერ „ფასების შემოწმება“ სხვა არაფერია, თუ არა ივანიშვილის, როგორც მაფიის ბოსის მიერ ყველას დაშინების ტაქტიკა"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 24 იანვრისთვის
- 24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 იანვრისთვის
