შარშან უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა უზბეკეთში წასვლა, წინასწარ დაგეგმა პროვოკაცია - გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილზე
თუ ზურაბ დათუნაშვილს სპორტი უნდა, მივიდეს და იჭიდაოს, თუმცა თუ სხვა ქვეყანაში უნდა წასვლა, მე ხელს ვერ შევუშლი,
- ამის შესახებ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
გეგა გეგეშიძის თქმით, ზურაბ დათუნაშვილს პროვოკაცია დიდი ხნის წინ ჰქონდა დაგეგმილი, რათა მიზეზი ჰქონოდა და სხვა ქვეყანაში წასულიყო საჭიდაოდ.
„ადამიანს თუ წასვლა უნდა, ვერავის დავაკავებ. ჩვენ პირიქით, ვეუბნებით, რომ მოვიდეს, რადგან ქვეყანას დასაკარგი სპორტსმენები არ ჰყავს. ბოდიშიც მოვიხადე და მეტი რა გავაკეთო? მარტო მე მაქვს ბოდიში მოსახდელი? მაგინეს და ტუჩი გამიხეთქეს, თუმცა, რადგან მე პრეზიდენტი ვარ, ჩემგან ჩანს.
ambebi.ge
სიახლეები
- ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეიდან ამოქმედდა
- ლატვიამ რუსეთის საზღვართან 280 კილომეტრიანი ღობე აღმართა
- ,,მინდა, ვთხოვო 5 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს – ნუ დაელოდებით მაღალი სიცხის 3-4 დღიან პერიოდს"- ივანე ჩხაიძე
- ნარკოდანაშაულის ბრალდებით ცხრა პირი დააკავეს
- ,,არ შეიძლება ერთი და იგივე ფირმის ქსელში არსებულ სუპერმარკეტში, ერთი და იგივე პროდუქტი, ევროპაში ღირდეს სამჯერ უფრო იაფი, ხოლო საქართველოში – სამჯერ ძვირი"- დავით მათიკაშვილი
