"ყველაზე მძიმე იყო, როცა თამაშის შემდეგ მამის ზარს ველოდი, მაგრამ არავინ მირეკავდა" - ცნობილი მორაგბე ოჯახსა და ცხოვრებისეულ სირთულეებზე

შალ­ვა სუ­თი­აშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­რაგ­ბე­თა ნაკ­რე­ბის წევ­რია. 11 წე­ლია,

საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რობს და ან­გუ­ლემ­ში თა­მა­შობს. გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ში პო­პუ­ლა­რულ­მა სა­რაგ­ბო გა­მო­ცე­მამ, "მიდი ოლიმ­პიკ­მა", ქარ­თვე­ლი მორ­კი­ნა­ლი, სუ­თი­აშ­ვი­ლი საფ­რან­გე­თის რან­გით მე­ო­რე დი­ვი­ზი­ო­ნის, PROD2-ის სიმ­ბო­ლურ ნაკ­რებ­ში შე­იყ­ვა­ნა. შალ­ვა გოგი სუ­თი­აშ­ვი­ლის შვი­ლია, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის "ლო­კო­მო­ტი­ვის" იმ თა­ო­ბის მო­რაგ­ბე­თა გუნ­დის წევ­რი იყო, რომ­ლებ­მაც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის თასი მო­ი­გეს. გოგი სუ­თი­აშ­ვი­ლი გა­სუ­ლი წლის სექ­ტემ­ბერ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, შალ­ვამ ეროვ­ნულ ნაკ­რებ­თან რამ­დენ­ჯერ­მე ითა­მა­შა. თუმ­ცა რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, თა­მა­შებ­ზე ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აკ­ლია: მამა ტრი­ბუ­ნა­ზე და კრი­ტი­კა თა­მა­შის შემ­დეგ.

- ყო­ველ­თვის მეს­მო­და, რომ მყავ­და უძ­ლი­ე­რე­სი მამა. უმაგ­რე­სი ადა­მი­ა­ნი. ყო­ველ­თვის ვი­ყა­ვი გო­გის შვი­ლი და შალ­ვა სუ­თი­აშ­ვი­ლის შვი­ლიშ­ვი­ლი. მას ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი იც­ნობ­და და პა­ტივს სცემ­და. ჩემი დიდი პაპა, გოლა სუ­თი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სო­ფელ დიღ­მის მა­მა­სახ­ლი­სი იყო, ქა­ქუ­ცას შე­ფი­ცუ­ლებ­თან კავ­ში­რის გამო გა­და­ა­სახ­ლეს ციმ­ბირ­ში და გზა­ში და­ი­ღუ­პა. გოგი სუ­თი­აშ­ვი­ლი 12 წლის იყო, როცა მამა გარ­და­ეც­ვა­ლა. 12 წლის ბიჭ­მა, მა­მის საფ­ლავ­ზე დე­დას პი­რო­ბა მის­ცა, რომ ოჯახ­ში პა­ტა­რა ძმებს უმა­მო­ბას არ აგ­რძნო­ბი­ნებ­და და სი­ტყვაც შე­ას­რუ­ლა. ორი­ვე ძმას უპატ­რო­ნა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ორი­ვე ძმა წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო (კობა სუ­თი­აშ­ვი­ლი მსოფ­ლიო ვიცე-ჩემ­პი­ო­ნი ახალ­გაზ­რდებ­ში, თა­ვი­სუ­ფალ ჭი­და­ო­ბა­ში და დი­მიტ­რი სუ­თი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და). გო­გის სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე მათ­თვის ყუ­რა­დღე­ბა არ მო­უკ­ლია. სამ­წუ­ხა­როდ, ორი­ვე ძმა მა­მა­ზე ადრე გარ­და­იც­ვა­ლა, ეს უდი­დე­სი ტკი­ვი­ლი იყო მის­თვის.

რო­გორც გვიყ­ვე­ბოდ­ნენ, მა­მა­ჩემს ბავ­შვო­ბა თით­ქმის არ ჰქო­ნია. რო­გორც "დიდი ადა­მი­ა­ნი", ისე ზრუ­ნავ­და ოჯახ­ზე. ჩვენ­თვის სა­უ­კე­თე­სო მამა იყო, რო­მე­ლიც სულ მუ­შა­ობ­და. რაც თავი მახ­სოვს, სულ სამი სამ­სა­ხუ­რი ჰქონ­და. სწო­რი კოდი ჩაგ­ვი­დო ცხოვ­რე­ბა­ში, რაც სა­მო­მავ­ლოდ გა­მო­ვი­ყე­ნეთ. 2003 წელს დედა გარ­და­იც­ვა­ლა და ამის მერე მამა ორი­ვე მშობ­ლის როლს ას­რუ­ლებ­და. ალ­ბათ გოგი სუ­თი­აშ­ვი­ლი უნდა იყო, რომ ეს შეძ­ლო, რაც მთა­ვა­რია, სწო­რად და ღირ­სე­უ­ლად. მიკ­ვირს, რო­გორ ახერ­ხებ­და, მაგ­რამ ის ყვე­ლა­ფერს ას­წრებ­და.

 

- ის, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­რაგ­ბე ხართ, მა­მის დამ­სა­ხუ­რე­ბაა?

- 90-იან წლებ­ში, როცა უკვე მამა ვე­ტე­რა­ნი მო­რაგ­ბე იყო, ხში­რად დავ­ყვე­ბო­დი თა­მაშ­ზე. ვხე­დავ­დი, რო­გორ პა­ტივს სცემ­დნენ მას. ხში­რად მო­დი­ოდ­ნენ ჩვენს ოჯახ­ში მისი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი. დიდი რაგ­ბის ერთი ოჯა­ხი ვი­ყა­ვით და ეს იყო ჩვენ­თვის მთა­ვა­რი. ვხე­დავ­დი, მა­მას­თვის რო­გო­რი ძვირ­ფა­სი იყო ეს ოჯა­ხი და ამ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ ჩემ­ზეც იქო­ნია გავ­ლე­ნა.

- რო­გო­რი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი იყო გოგი სუ­თი­აშ­ვი­ლი?

- დიდი კრი­ტი­კო­სი იყო მა­მა­ჩე­მი. არას­დროს იყო კმა­ყო­ფი­ლი ჩემი თა­მა­შით. ალ­ბათ ამა­ნაც გა­ნა­პი­რო­ბა, ყო­ველ­თვის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე რომ ვფიქ­რობ­დი. ვიზ­რდე­ბო­დი რო­გორც გოგი სუ­თი­აშ­ვი­ლის ბიჭი: "გოგი სუ­თი­აშ­ვი­ლის ბი­ჭია", სახ­ლის მი­სა­მარ­თსაც სტუმ­რებს ასე უხ­სნიდ­ნენ: "გოგი სუ­თი­აშ­ვი­ლის სახ­ლი იკი­თხე" და ა.შ. ამი­ტომ, მქონ­და სურ­ვი­ლი, რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პი­როვ­ნე­ბა. არა­ვის სჯე­რო­და ჩემი წარ­მა­ტე­ბის, რად­გან ძა­ლი­ან სუს­ტი ვი­ყა­ვი - არას­პორ­ტუ­ლი. 17 წლი­დან და­ვი­წყე სე­რი­ო­ზუ­ლად ვარ­ჯი­ში. მამა ყო­ველ­თვის ხელს მი­წყობ­და. რაც შე­ე­ხე­ბა თა­მაშს, ყო­ველ­თვის მა­ნიშ­ნებ­და, რომ არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია ისე­თი, თვითკმა­ყო­ფი­ლე­ბა რომ მეგ­რძნო. რა­ღაც მო­მენ­ტში ეს კომ­პლექსს მიქ­მნი­და, მაგ­რამ შემ­დეგ ვა­ა­ნა­ლი­ზებ­დი და მივ­ხვდი, რომ როცა შეც­დო­მა­ზე ფიქ­რობ, ყო­ველ­თვის წინსვლა გე­ლის.

- მო­გე­ბუ­ლი თა­მა­შე­ბის შემ­დე­გაც გაკ­რი­ტი­კებ­დათ?

- კი, ყო­ველ­თვის. ქარ­თვე­ლებს დი­დად არ გვიყ­ვარს კრი­ტი­კა, მაგ­რამ ნამ­დვი­ლი გულ­შე­მატ­კივ­რო­ბა სწო­რი კრი­ტი­კაა და არა - ცი­ლის­წა­მე­ბა. რაც საფ­რან­გეთ­ში წა­ვე­დი, ბოლო 11 წელი ყო­ველ­თვის უყუ­რებ­და ჩემს თა­მაშს. ჩემ­მა მე­უღ­ლე­მაც იცო­და, რომ თა­მა­შის შემ­დეგ პირ­ვე­ლად მა­მა­ჩე­მის­თვის უნდა და­მე­რე­კა და კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლი გა­და­მე­ტა­ნა. გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი ჰქონ­და მთე­ლი თა­მა­ში.

- მამის გარდაცვალებიდან 12 დღეში საფრანგეთში ითამაშე. როგორი იყო ის მატჩი გოგი სუთიაშვილის შვილისთვის?
- ცხოვრებაში ბევრი ცუდი მომენტი მქონდა. გარდამეცვალა დედა, დისშვილი. ძვირფასი ადამიანები დავკარგე, მაგრამ რაგბი მეხმარებოდა ყოველთვის, ფეხზე რომ დავმდგარიყავი. რატომღაც მწვრთნელები ყოველთვის მენდობოდნენ და ასეთი ცუდი დღეების მიუხედავად, ძალიან მალე გავყავდი მოედანზე. ერთ-ერთი ასეთი აღმოჩნდა ჩემი ამჟამინდელი მწვრთნელი, რომელმაც კარგად იცოდა ჩემი დამოკიდებულება მამისა და ოჯახის მიმართ და მითხრა, რომ საქართველოში რამდენიც დამჭირდებოდა, იმდენ ხანს დავრჩენილიყავი. მამის დაკრძალვიდან მეთორმეტე დღეს მათამაშა. ამით ნდობა გამომიცხადა. იმ მომენტში ჩემი თავის იმედი არ მქონდა. ტრავმის რისკიც დიდი იყო, მაგრამ გავრისკეთ. თამაშის დროს რაღაც მაკლდა. მოქმედებებს ვერ ვაცნობიერებდი. ჩემი თამაშის მოტივატორი მამაჩემი იყო. ყოველთვის ვიცოდი, რომ მიყურებდა და ბოლოს გამაკრიტიკებდა, მაგრამ იმ დღეს სხვა რეალობა იყო. ის თამაში ვითამაშე... ყველაზე მძიმე კი ის იყო, როცა თამაშის შემდეგ ველოდი მამის ზარს, მაგრამ არავინ მირეკავდა.
თუმცა, მამა ყოველთვის ჩემი თანამგზავრი იქნება თამაშის დროს. 

GzaPress
- თქვენმა შვილებმა მამის გზა აირჩიეს?

- რა თქმა უნდა. მქონდა სურვილი, ინდივიდუალურ სპორტში ეცადათ ბედი. ორივე წარმატებული ძიუდოისტია. თუმცა, რაგბიში თამაშობენ. რაგბი ჩვენი ცხოვრებაა. პირადად მე თავიდან რაგბის სიყვარული გამიჩნდა, როგორც სამოყვარულო სპორტის, მაგრამ ჩემი შვილები ხვდებიან, რომ ჩვენ რაგბით ვცხოვრობთ. პირველ რიგში მინდა, რომ ისწავლონ, რადგან მე თვითონაც სტუდენტი ვარ და ხედავენ, როგორ ვმეცადინეობ. ამით ვაძლევ მათ მაგალითს. თუმცა, ერთ მნიშვნელოვან საკითხზე ოჯახში ერთპიროვნულად ვთანხმდებით: რაგბი ჩვენთვის ყველაფერია.
- თქვენი მეუღლე რას საქმიანობს?
- ვინაიდან მუდმივად თამაშებზე ვარ, ოჯახისა და ბავშვების მთავარი საყრდენი ჩემი მეუღლეა. პარალელურად - მუშაობს. ახლახან ერთ-ერთ წარმატებულ პროექტზე აიყვანა კომპანიამ, რომელიც საქართველოს ბაზარზე შემოსვლას აპირებს.
- აუცილებლად უნდა გკითხოთ "ექვს ერზე": როგორია ჩვენი "ბორჯღალოსნების" შანსები?
- ძალიან კარგი თაობა მოდის. ცვლილება სწრაფად და შედეგიანად ხდება. თან ჩვენმა ბიჭებმა დაამტკიცეს, რომ ექვსეულში თამაში შეუძლიათ. თუ რეგულარული თამაშები გვექნება ასეთ გუნდებთან, უფრო მალე დავამტკიცებთ ჩვენს შესაძლებლობებს.
- წარმატებას გისურვებთ!

ambebi.ge

gza.kvirispalitra.ge

 

 

წაკითხვა 1431 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.