17 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
17 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი:
ვერძი - დღეს ნაკლები უნდა ილაპარაკოთ და ბევრი მოისმინეთ. მცირე კამათს დიდ უსიამოვნებაში ნუ გადაზრდით. მოინახულეთ მეგობარი, რომელიც დიდი ხანია არ გინახავათ.
კურო - ის, რაც თქვენს გულში ხდება, არავის გასარჩევი არ უნდა გახადოთ. თუმცა, თუ სხვები საიდუმლოებებს გაგიმხელენ, ყურადღებით მოუსმინეთ, ბევრ საინტერესოს გაიგებთ. 
ტყუპი - დღეს ან დისკუსიაში უნდა ჩაერთოთ, ან მაქსიმალურად მოერიდოთ კონფლიქტებს. თუ თავს ვერ შეიკავებთ, იყავით დიპლომატიური და ფაქტებზე დაყრდნობით ისაუბრეთ. 
კირჩხიბი - მოერიდეთ ფულის დაბანდებას საეჭვო საქმიანობაში. გამონახეთ საქმიანობა, რომელიც განწყობას გაგიუმჯობესებთ. დღეს სასიამოვნო ადამიანები გარემოცვაში გაატარეთ. მოინახულეთ მშობლები. 
ლომი - წარმატებული დღე გელით. ყველა საქმეში ხელი მოგემართებთ. უფრო მეტიც, მკვდარი წერტილიდან დაიძვრება ის პროექტები, რომლებიც მივიწყებული გქონდათ. საღამოს საჩუქრებსა და სიურპრიზებს ელოდეთ. 
ქალწული - საქმეებს მარტივად გაართმევთ თავს, კარგ შედეგებს მიიღებთ და თავადაც კმაყოფილი დარჩებით. ბინაში, სამსახურში მეტი კომფორტი შეიქმენით.
სასწორი - სანამ თავად არ გაერკვევით თუ რა გსურთ ადამიანისგან და რას უნდა ელოდეთ მისგან, ნუ დაიმეგობრებთ მას. დღეს შეიძლება იმის თქმამ და გაკეთებამ მოგიწიოთ, რაც სხვებს ასიამოვნებს. 
მორიელი - ყველაფერს იდეალურად ვერ გააკეთებთ და ნურც ახლობლებს მოსთხოვთ, რომ იდეალურები იყვნენ. დააკვირდით თქვენ გარშემო მომხდარ მოვლენებს. 
მშვილდოსანი - შანსი მოგეცემათ იმ საქმიანობით დაკავდეთ, რაც დიდი ხანია გაინტერესებდათ. იყავით დაკვირვებული და ეცადეთ, ყველაფერი კარგად აითვისოთ. სასიამოვნო ცვლილებები გელით ცხოვრებაში. 
თხის რქა - ყველაფრის გამოსწორება და ყველაფრისთვის თავის ადგილის მიჩენა გსურთ. დაფქირდით, გიღირთ კი ასეთი მსხვერპლის გაღება უმჯობესი არაა, დრო და ენერგია სასიამოვნო საქმიანობას დაუთმოთ. 
მერწყული - საინტერესო საქმიანობა, ექსპერიმენტში მონაწილეობის მიღება გელით. რასაც არ უნდა აკეთებდეთ დაიცავით უსაფრთხოების ნორმები. იყავით მადლიერი იმ ადამიანების, ვინც თქვენზე ზრუნავს. 
თევზები - იყავით რეალისტი, ილუზიებში ნუ გადავარდებით და ეცადეთ, სხვაც არ მოატყუოთ. კარგი დღეა თვალსაწიერის გასაფართოებლად. დაფიქრდით, იმ მოვლენებზე, რაც თქვენ გარშემო ხდება და ობიეტურად შეაფასეთ ისინი.
სიახლეები
- "ჯო ბაიდენი კრიმინალია და ციხეში უნდა იყოს, უშნო ადამიანია როგორც ვიზუალურად, ისე შინაგანად"- ტრამპი
- "ღარიბაშვილის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკური მოტივითაა აღძრული, ვიღაცას მისი დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშის შეეშინდა..." -ირაკლი მელაშვილი
- "ლელომ“ ახლა საკრებულოს გამოგლეჯილ მანდატებს უნდა მოუჭიროს და მალე ჩავა" - თამარ ჩერგოლეიშვილი
- "ოპოზიციური პარტიების აკრძალვის წინააღმდეგ საჭიროა ერთიანი და მკაფიო ხმა ისმოდეს: ეს მიუღებელია" - სალომე ზურაბიშვილი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 29 ოქტომბრისთვის
 
		 
											 
											 
		  	 
															 
															 
															 
															 
															 
															 
															 
															 
															 
															 
															 
															 
															 
															 
															 
															 
															 
															 
															 
															
