კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

19-იდან 25 აგვისტომდე – კლებადი მთვარეა. შეეცადეთ ამ პერიოდში მეტისმეტად გულახდილი არ იყოთ და ნაკლები ისაუბრთ საკუთარ თავზე.

პირველ რიგში, ეს ეხება კოლეგებს. ნუ გაუმხელთ ნურავის თქვენს განცდებს და გემებს და ნურც რამეზე დაიჩივლებთ. ყველაფერი, რასაც ახალ იტყვით, შეიძლება ცუდად შემოგიბრუნდეთ.

 

ვერძი
სამსახურში ნამდვილი ვარსკვლავი იქნებით, ისე იბრწყინებთ. პროექტი, რომელზეც მუშაობთ, წარმატებული გახდება. გამოიყენეთ ეს დრო, რათა საკუთარ თავი წარმოაჩინოთ. ავტომოყვარულებს ამ კვირაში სიფრთხილე მართებთ, ისევე როგორც მათ, ვინც სპორტს მისდევს – ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვისძალიან სახიფათო პერიოდია ტრავმების მიღების გაზრდილი ალბათობის გამო.

 

კურო
ნებისმიერ საქმეში მოულოდნელ წინააღმდეგობებს შეხვდებით. ყველა სავარაუდო სცენარისთვის მზად იყავით და აუცილებლობის შემთხვევაში დახმარების თხოვნა არ მოგერიდოთ. მარტოხელა კუროებმა შესაძლოა წესიერებით არც ისე გამორ ჩეული ადამიანი გაიცნონ. კარგად აწონ-დაწონეთ სიტუაცია, სანამ ახალ რომანს ან საქმიან ურთიერთობებს დაიწყებთ.

 

ტყუპი
ჩასაფრებული იყავით, რომ ხელიდან არ გაუშვათ შანსი, რომელსაც დიდი ხანია ელოდით. ის თქვენს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის უკეთესობისკენ. გამოსასვლელ დღეებში შესანიშნავ განწყობაზე იქნებით და ახლობლებსაც გაუზიარეთ თქვენი სიხარული. რაც შეიძლება მეტი ისეირნეთ და ისუნთქეთ სუფთა ჰაერი.

 

კირჩხიბი
რატომაც არ უნდა დაიწყოთ საზაფხულო რომანი? ზუსტად რომ დროა, მუხედავად იმისა, რომ, დიდი ალბათობით, ის გრძელვადიანი არ იქნება. ფინანსების მხრივ ცოტა „გაიჭედებით“, თუმცა არც ისე კრიტიკული სიტუაცია გექნებათ, უბრალოდ, ნუ დახარჯავთ მეტისმეტად ხელგაშლილად. შესაძლოა უფროსი თაობის წარმომადგენლებმა დახმარება გთხოვონ და უარი არ უთხრათ.

 

ლომი
ნებისმიერი ახალი ნაცნობობა ამ კვირაში თქვენთვის სასარგებლოდ წარიმართება – იქნება ის საქმიანი თუ რომანტიკული. რაც შეიძლება აქტიურად იურთიერთეთ ადამიანებთან, მხოლოდ ასე დაამარცხებთ მოწყენილობას, რომელიც შესაძლოა ამ პერიოდში დაგეუფლოთ. თუ გეგმავთ, რომ სახლში რამე განაახლოთ, შეეცადეთ ეს კვირის ბოლომდე გააკეთოთ.

 

ქალწული
უფროსობა სამსახურში თქვენ მიმართ შარიანი იქნება, მაგრამ თქვენი შრომისმოყვარეობა მათ აზრს შეაცვლევინებს. აგარაკზე მუშაობას არ გირჩევთ, დაისვენეთ, რათა ძალები შეინარჩუნოთ. ბავშვებთან უფრო მკაცრი იყავით, თორემ თავზე დაგასხდებიან, მაგრამ მათთან ჩხუბიც არ არის საჭირო, ნეიტრალიტეტი შეინარჩუნეთ. ფინანსურად არც ისე კარგი პერიოდია, თუმცა არა უშავს, მალე მდგომარეობა გამოსწორდება.

 

სასწორი
ამ პერიოდში მხოლოდ სასიამოვნო საქმეებით დაკავდით. აუცილებელი საქმეები შეგიძლიათ მომავალი თვის დასაწყისისთვის გადადოთ. სამსახურში შესაძლოა პრესის ქვეშ აღმოჩნდეთ. გააგებინეთ გარშემო მყოფებს, როგორ უნდა მოიქცნენ თქვენთან და როგორ მოქცევას არ აიტანთ, არ შეგეშინდეთ „კბილების გამოჩენა“, ზოგჯერ ესეც აუცილებელია.

 

მორიელი
თუ ფინანსების დაბანდებას აპირებთ რაიმე საქმეში, ახლობელ ადამიანებს ჰკითხეთ რჩევა, მაგრამ გადაწყვეტილებები, რომლებიც საკუთარ პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით უნდა მიიღოთ, ერთპიროვნულად გაიაზრეთ და აწონ-დაწონეთ, ნურავის ნურაფერს ჰკითხავთ. ურთიერთობებში ცოტაოდენი „ცეცხლის“ დამატება გჭირდებათ? დაკავდით საკუთარი ინტერესებით და ჰობით, სასიყვარულო ამბები კი ჯერჯერობით უკანა პლანზე გადაწიეთ.

 

მშვილდოსანი
წვრილმანები რომ გგონიათ, ის საკითხები ამ პერიოდში სულაც არ აღმოჩნდება წვრილმანები. შესაძლოა მეგობერებთან კონფლიქტი მოგივიდეთ, თუმცა სიმართლე თქვენ მხარეზე იქნება. ეს პერიოდი კარგია ფიზიკური აქტივობის, დატვირთვისა და დიეტებისთვის. დიდი ძალისხმევა არ დაგჭირდებათ, სამაგიეროდ შედეგი არაჩვეულებრივი იქნება.

 

თხის რქა
თქვენ გარშემო მყოფ ზოგ ადამიანთან დაკავშირებით მეტისმეტად ბევრი შეკითხვა გაჩნდება. ახლა არავის ენდოთ, ჯობია თავი დაიზღვიოთ. სერიოზული პროექტები ჯობია ჯერ არ დაიწყოთ, აი, სახლის საქმეებით დაკავება კი კარგი იქნება, წარმატებით გაართმევთ თავს ყველა პრობლემას. კოსმეტიკური რემონტიც არ გაწყენდათ.

 

მერწყული
ფული იქიდან შემოგივათ, საიდანაც არ ელოდებით, მაგრამ გონივრულად განკარგეთ. მთავარია, არ ასესხოთ უპასუხისმგებლო ადამიანებს. სამსახურის საბუთებში გაერკვიეთ: ბოლო დროს მეტისმეტად ბევრი საქმე დაგიგროვდათ. ყურადღებით იყავით – კოლეგებისგან ბევრ საინტერესოს გაიგებთ.

 

თევზები
მოუსმინეთ საკუთარ ინტუიციას და შინაგან ხმას მიჰყევით, ისინი ამ რთულ კვირაში არ გიღალატებენ. სასიამოვნო პერიოდი ელოდებათ თევზებს, რომლებიც შეყვარებულები არიან. შეხვედრები, რომანტიკური მოგზაურობები და სიურპრიზები გარანტირებული გაქვთ. გამოსასვლელი დღეები საკუთარ თავს დაუთმეთ: სილამაზის სალონს ესტუმრეთ, იშოპინგეთ და სასიამოვოდ დაისვენეთ.

 

nostal.ge/

წაკითხვა 1033 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.