5 შეკითხვა, რომელიც წარმატებისკენ მიმავალ გზაზე უნდა დაუსვათ საკუთარ თავს

ლბათ, ხშირად გაგიგონიათ სტივ ჯობსის წარმატების ფორმულის შესახებ, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანი ყოველ დილას ერთი კითხვით იწყებდა: ეს რომ ჩემს ცხოვრებაში უკანასკნელი დღე იყოს, რას გავაკეთებდი?

მანამ, სანამ საკუთარ უნიკალურ ციტატას გამოიგონებდეთ, წარმოგიდგენთ იმ 5 სასარგებლო შეკითხვას, რომელიც წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ყოველდღიურად უნდა დაუსვათ საკუთარ თავს.

 

1. ვიპოვე თუ არა ჩემი ნიშა?

 

თუკი საკმარისი ენთუზიაზმი არ გაგაჩნიათ იმ საქმის მიმართ, რომელსაც აკეთებთ, რამდენიც არ უნდა ეძებოთ მოტივაცია, ის არ გაჩნდება. დაკარგავთ წინააღმდეგობის გაწევის უნარს და ყველაზე პატარა დაბრკოლებაც კი კრახის მომტანი გახდება თქვენთვის.

 

ეს მდგომარეობა წარმატებისკენ მიმავალ გზას სულაც არ ასახავს, თუმცა, ადამიანთა უმრავლესობა ამ შეცდომას ხშირად უშვებს. თუკი ეს არ არის ის, რისი კეთებაც გსურთ და თქვენი თავი ვერ იპოვეთ, მაშინ დროა სამსახური შეიცვალოთ და საკუთარ თავში მიძინებული ცეცხლი გამოაღვიძოთ.

 
2. რამდენს ვსწავლობ ჩემი შეცდომებისგან?
წარმატების ფორმულა

წარმატებისკენ მიმავალი გზა ია-ვარდებით მოფენილი რომ არ გახლავთ, ეს თავადაც კარგად მოგეხსენებათ. ის იმთავითვე უამრავ მარცხს გულისხმობს, რაც სრულიად ნორმალურია. თუმცა, გზად გადამხდარი წარუმატებლობის შემდეგ, 2 რამაა მნიშვნელოვანი:

  1. დროზე წამოდგეთ ფეხზე.
  2. მსგავსი შეცდომა აღარ დაუშვათ.

 

რამდენი რჩევაც არ უნდა წაიკითხოთ, რამდენი გამოსავალიც არ უნდა ეძებოთ სიტუაციიდან, ყოველთვის გახსოვდეთ, ადამიანი ყველაზე კარგად საკუთარ შეცდომებზე სწავლობს.

 

3. ვცდები თუ არა საზღვრებს?
წარმატების ფორმულა

 

თუკი დაკისრებულ მოვალეობას იდეალურად ართმევთ თავს, ჩარჩოებშიც ჯდებით და მოულოდნელ სიგიჟეებს სტაბილურობას ამჯობინებთ, დიახ, თქვენ ყველაფერს იდეალურად აკეთებთ, მაგრამ თუ საქმეში ინდივიდუალიზმს არ გამოავლენთ და საზღვრებს ოდნავადაც არ გადააბიჯებთ, აუცილებლად გამოჩნდება ის, ვინც თქვენს საქმეს უკეთ და მეტად კრეატიულად გააკეთებს.

 
4. რა არის ჩემი გეგმა?
წარმატების ფორმულა

 

სანამ საკუთარ თავს ათასგვარ გამოცდას მოუწყობთ, სტრატეგიებზე ფიქრი დაიწყეთ. კარგად ჩამოაყალიბეთ თქვენი სამოქმედო გეგმა, დაისახეთ ახალთახალი მიზნები. უბრალოდ წარმოიდგინეთ თქვენი ცხოვრების ფიზიკური რუკა, რომელიც გაჩვენებთ სად ხართ ახლა და საით მიემართებით.

 

5. ისევ მჯერა, რომ მე ამას შევძლებ?
წარმატების ფორმულა

 

წარმატების მთავარი ფორმულა საკუთარი თავის რწმენაა. თავდაჯერებულობა და მოტივაცია, ამბიციასთან ერთად გაძლევთ დასახული მიზნების მიღწევის საშუალებას. მაგრამ ხშირად, წარმატების გზაზე ვორჭოფობთ და ეჭვი შეგვაქვს საკუთარ შესაძლებლობებში. ამ დროს აუცილებლად უნდა ჰკითხოთ საკუთარ თავს: ისევ მჯერა, რომ მე ამას შევძლებ?

 

https://regarder.ge/

წაკითხვა 832 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 24 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.