დიეტური ვაშლის ნამცხვარი ფქვილის გარეშე
ინგრედიენტები
- შვრიის ფანტელი - 150 გ
- თაფლი - 40 გ
- ხაჭო - 100 გ
- კვერცხი - 3 ცალი
- კეფირი - 50 მლ
- გამაფხვიერებელი - 1 ჩ/კ
- დარიჩინი - 1/2 ჩ/კ
- ვაშლი - 2 ცალი
- მცენარეული ზეთი
მომზადება:
1. შვრიის ფანტელები დაფქვით ისე, რომ შვრიის ფქვილი მიიღოთ.
2. შვრიის ფქვილს გამაფხვიერებელი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
3. თასში ხაჭო მოათავსეთ, ჩანგლით ჩაჭყლიტეთ და თაფლი კეფირთან ერთად დაუმატეთ. ყველაფერი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ.
4. მიღებულ ნარევში კვერცხი ათქვიფეთ და ყველაფერი კარგად აურიეთ.
5. შემდეგ მასას შვრიის ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად დაუმატეთ და ყველაფერი აურიეთ.
6. ვაშლი გაასუფთავეთ, თესლები მოაშორეთ და მცირე ზომის ნაჭრებად დაჭერით.
8. საცხობი ფორმა (15*20) აიღეთ, მცენარეული ზეთი წაუსვით და პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ. მომზადებული ვაშლი ფორმის ძირში დააწყვეთ, ზემოდან კი ცომი დაასხით. ოდნავ შეანჯღრიეთ, რომ ცომი თანაბრად გადანაწილდეს.
9. 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში დაახლოებით 30-35 წუთით აცხვეთ.
10. მზა ნამცხვარი გააგრილეთ და სუფრაზე გაიტანეთ!
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
