April 26, 2024

სალათი "ცეზარი" - ნებისმიერი სუფრის მშვენება

სალათი "ცეზარი" წარმოშობით ფრანგულია. მისი მომზადების უამრავი განსხვავებული წესი არსებობს. ჩვენ შევეცდებით, შედარებით მარტივი და გემრიელი ვარიანტის რეცეპტი შემოგთავაზოთ:


დაგჭირდებათ:
100-200 გრამი პური ან უკვე მომზადებული "სუხარი"
2-3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
2-3 კონა სალათის ფურცელი
1-2 ცალი ლიმონის წვენი


100 გრამი ყველი პარმეზანი (ან რბილი სულგუნი)
4 ცალი ქათმის ფილე
ცოტა მაიონეზი
3-4 ცალი პომიდორი (უმჯობესია პომიდორი "ჩერი")
2-3 კბილი ნიორი 
მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება:
თუ მარტივად გინდათ მოამზადოთ, უკვე მომზადებული გახუხული პური იყიდეთ (ე.წ. სუხარი) და ის დაჭერით. თუ არა და, კუბებად დაჭერით პური. წინასწარ საცხობ ლანგარზე ან ტაფაზე მოასხით ზეითუნის ზეთი, დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი და შემდეგ მასზე მოათავსეთ პურები. ან ტაფაზე გახუხეთ ცოტა ხანს ან ღუმელში გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 10-15 წუთით. თან ანჯღრიეთ, რომ თანაბრად მოედოს ზეთისა და ნივრის არომატი.
ქათმის ფილე შეგიძლიათ მოხარშოთ და მერე ოდნავ დაბრაწოთ, ან შეკაზმოთ მარილით და წიწაკით - დააბასტურმოთ და შემდეგ შეწვათ ტაფაზე.

სასალათეში მოათავსეთ დაფლეთილი სალათის ფურცლები, დაუმატეთ გაციებული გახუხული პურები, გაციებული და გრძლად დაჭრილი ქათმის ფილე. დაუმატეთ ოთხად დაჭრილი პომიდორი, ამ თუ "ჩერი" გაქვთ, ის პირდაპირ შუაზე გაჭერით და ისე მოაყარეთ. ზოგიერთი მოხარშულ კვერცხსაც უმატებს, ეს თქვენი გემოვნებით დაამატეთ. ასევე მოახეხეთ ყველი პარმეზანი (ან სულგუნი). 
შემდეგ მოამზადეთ სოუსი. შეგიძლიათ ცოტა მაიონეზს, დაახლოებით 80-100 გრამს, დაუმატოთ ლიმონის წვენი, დაჭყლეტილი ნიორი და ცოტა გახეხილი ყველი და ერთად დააბლენდეროთ. შემდეგ ეს სოუსი მოასხათ სალათს. 
ან მაიონეზის გარეშე, სულ თვითონ მოამზადოთ სოუსი მდოგვით, ლიმონის წვენით, გახეხილი ყველით, ორი ცალი ათქვეფილი კვერცხით და ნივრით, რომლებსაც ერთად დააბლენდერებთ. შეგიძლიათ, ცოტა აჯიკა ან სვანური მარილიც დაამატოთ.
ნებისმიერ შემთხვევაში გემრიელი გამოვა.
შეგიძლიათ, სოუსი ცალკე მოათავსოთ თასში და გვერდით დაუდგათ სალათს, ან სუფრაზე მიტანის წინ მოასხათ.

წყარო: mshoblebi.ge
წაკითხვა 1368 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 15 2018

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.