ქათამი და ბრინჯი ყველით
რეცეპტის ინგრედიენტები
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1.წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 230 C-ზე. მოხარშეთ ბრინჯი (მოხარშვამდე 5 წუთით ადრე გამორთეთ).
2/ამასობაში, საშუალოზე მაღალ ტემპერატურაზე გააცხელეთ დიდი ტაფა. საშუალო თასში ოთხად გაყოფილ ქათმის ფილეს მოასხურეთ ზეითუნის ზეთი და შეაზავეთ მარილითა და პილპილით. ხორცი ტაფაზე თითოეულ მხარეს დაახლოებით 6 წუთით წვით. გადმოიღეთ თეფშზე.
3.ტაფაზე დაასხით 1 ს/კ ზეთი და გააცხელეთ საშუალო ტემპერატურაზე. დაუმატეთ ნიორი და ხახვი და თუშეთ დარბილებამდე, დაახლოებით 3 წუთით. დაუმატეთ ღვინო, ქათმის ბულიონი, ნაღები, მარილი და პილპილი. ადუღეთ დაახლოებით 5 წუთით. დაუმატეთ ქათმის ხორცი (და თეფშზე დაგროვებული წვენიც), მოხარშული ბრინჯი, ბარდა, ოხრახუში და 1 ჭიქა პარმეზანი.
4.აცხვეთ დაახლოებით 15 წუთით. მორთეთ ოხრახუშით და მოაყარეთ დარჩენილი პარმეზანი. მიირთვით მომზადებისთანავე.
kulinaria.ge
სიახლეები
- “ეუთო/ოდირი დააშინა ბულინგმა, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მათზე განხორციელდა და ვფიქრობ, ეს გახდა ჩამოსვლაზე მათი უარის მიზეზი” - დიმიტრი ხუნდაძე
- ელენე ხოშტარია იზოლატორში მისულ უფლებადამცველს არ შეხვდა
- ზურაბ ზვიადაური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს
- არსებული ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალური წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს შორის ერთ-ერთი ყოფილი მოკრივე გიორგი კანდელაკია
- “ორი ქვეყნის ლაბორატორიების დასკვნით, ალექსეი მოკლეს, უფრო კონკრეტულად, მოწამლეს” - იულია ნავალნაია