სწრაფად მოსამზადებელი კეფირის ოლადები
ინგრედიენტები:
- კეფირი - 250 მლ.
- კვერცხი - 1 ც.
- შაქარი - 5 ს/კ
- მარილი - 1/3
- სოდა - 0,5 ჩ/კ
- მცენარეული ზეთი - 3 ს/კ
- ფქვილი - 3 ჭიქა
- შაქრის ფხვნილი - 2 ს/კ
მომზადება:
კეფირი, კვერცხი, შაქრი და მარილი კარგად შევურიოთ ერთმანეთს. დავუმატოთ სოდა, 3 ს/კ მცენარეული ზეთი და გაცრილი ფქვილი. მოვზილოთ ცომი. ცომი არ უნდა გვეკრობოდეს ხელზე. გავყოთ მიღებული ცომი 2-3 ნაწილად. თითოეული გავაბრტყელოთ 1 სმ. სისქეზე. ჭიქით ამოვჭრათ რგოლები. შედარებით პატარა ჭიქით კი ამოვჭრათ შუაგულები. გაცხელებულ ტაფაზე დავასხათ ბევრი ზეთი (ტაფაზე დაახლოებით 1 სმ. რომ იყოს). ჩავაწყოთ ოლადები და ორივე მხარეს გამოვაცხოთ საშუალო ცეცხლზე. მოაყარეთ შაქრის ფხვნილი და გემრიელად მიირთვით!
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი
