შოკოლადის ნამცხვარი ხაჭოს შიგთავსით - სამეფო დესერტი რამდენიმე წუთში
ინგრედიენტები
- ფქვილი - 280 გ
- კარაქი - 180 გ
- კაკაო - 60 გ
- შაქარი - 80-100 გ
- მწიკვი მარილი
- ხაჭო - 350 გ
- შაქარი - 70-100 გ
- ვანილის შაქარი - 20 გ
- კვერცხი - 3 ც
- არაჟანი - 70 გ
- სიმინდის სახამებელი - 20-40 გ
შიგთავსის ყველა ინგრედიენტი ათქვიფეთ მიქსერით.
დაფაზე მოათავსეთ გაცრილი ფქვილი და კაკაო. დაუმატეთ შაქარი, მწიკვი მარილი და დაფაზევე შეურიეთ ერთმანეთს. შემდეგ აიღეთ კარაქი და გახეხეთ სახეხზე კაკაოს ზედაპირზევე. დაიხმარეთ კაკაოც (კარაქი ამოავლეთ კაკაოში და ისე გახეხეთ). მიღებული მასის 2/3 ნაწილი გადაიტანეთ გამოსაცხობ ფორმაში. გადანაწილეთ ზედაპირსა და გვერდებზე. მოათავსეთ შიგთავსი და მოაყარეთ კაკაოსა და კარაქის დანარჩენი ნაწილიც.
გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40 წუთით. შემდეგ გააგრილეთ და მიირთვით.
სიახლეები
- ,,უკრაინა აღდგომის პერიოდში ცეცხლის შეწყვეტისთვის მზადაა ''- ზელენსკი
- “მცდელობა, რომ საპატრიარქოს რეიტინგი იყოს დაცემული, კრახით დამთავრდა'' – ვოლსკი
- რატომ მიიღო სემეკმა ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება
- ახლო აღმოსავლეთში რამდენიმე ასეული ამერიკელი სპეცრაზმელი ჩავიდა
- ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდა
