ღრუბელივით ჰაეროვანი შოკოლადის დესერტი მხოლოდ 3 ინგრედიენტით და 10წთ-ში
ინგრედიენტები
- რძე - 200 მლ
- შავი შოკოლადი - 150 გ
- ჟელატინი - 7 გ
- წყალი - 40 მლ
შავი შოკოლადი დატეხეთ და წყლის აბაზანაზე გაადნეთ.
ჟელატინი წყალში დაალბეთ და დააყოვნეთ (იმდენ ხანს, რამდენიც შეფუთვაზეა მითითებული). შემდეგ გაადნეთ.
თბილ რძეს დაუმატეთ გამდნარი შოკოლადი და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე გათქვიფეთ. ნელ-ნელა შეათქვიფეთ გამდნარი ჟელატინი.
მასა გადაიტანეთ ჭიქებში და გააგრილეთ მაცივარში 2 საათით.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები
- „კლინიკა ბომონდი“ 20 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს
- ,,აშშ-ს ევროპის გაყოფა სურს, მათ ევროკავშირი არ მოსწონთ"- კაია კალასი
- ტრამპმა განაცხადა, რომ მისთვის ირანელი ჩინოვნიკების ლიკვიდირება დიდი პატივია
- ,,თუ ამგვარ ფაქტს აქვს ადგილი, რა თქმა უნდა, რაღაც დასამალი აქვს"- კახა კალაძე
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
