April 26, 2024

სასკოლო ექსკურსიებზე ახალი რეგულაციები დაწესდება

2020 წლიდან სასკოლო ექსკურსიებზე ახალი რეგულაციები დაწესდება. ამის შესახებ „ბავშვის კოდექსშია“ აღნიშნული. რეგულაციების თანახმად, ექსკურსიებზე წასულ ჯგუფებს თან უნდა ახლდეს პირი, რომელსაც გავლილი აქვს პირველადი სამედიცინო დახმარების კურსი, ღონისძიების გამართვის ადგილი, დრო და ხანგრძლივობა უნდა ეცნობოს პოლიციის, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურებს.


გარდა ამისა, კოდექსის მიხედვით, საჯარო ღონისძიებებში ბავშვის მონაწილეობის ხელმძღვანელს სრულყოფილად უნდა ჰქონდეს მონაწილეთა მონაცემები, მათ შორის, ინფორმაცია ბავშვის სპეციალური საჭიროებების შესახებ, ინფორმაცია ღონისძიების ინსტრუქტორის, მეთვალყურეობის განმახორციელებელი პირის და გადამზიდავის კვალიფიკაციაზე, ტრანსპორტის გამართულობასა და ბავშვების განთავსების ადგილის საევაკუაციო გეგმის შესახებ.


თუ კი ბავშვების ჯგუფური ტრანსპორტირების დროს, დროებითი განთავსების ადგილებში და ორგანიზებულ ჯგუფებში ღონისძიების ორგანიზატორის მიერ არ არის უზრუნველყოფილი ექიმისა ან ექთნის 24 საათიანი მომსახურება, იმ პირთა შორის, რომლებიც იღებენ ბავშვების უსაფრთხოებაზე მეთვალყურეობის პასუხისმგებლობას, უნდა იყოს სულ მცირე ერთი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელსაც გავლილი აქვს პირველადი სამედიცინო დახმარების კურსი.


კოდექსის 66-ე მუხლი, რომელიც საჯარო ღონისძიებებში ბავშვის უსაფრთხოების დაცვას ეხება, აღნიშნული, რომ ბავშვის ტრანსპორტირებისას მათი კვების მიზნით საკვები პროდუქტების ტრანსპორტირება სანიტარული პირობების დაცვით უნდა ხორციელდებოდეს. ამ მუხლით დადგენილი ვალდებულებების დაცვაზე კონტროლს ახორციელებს ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის მუნიციპალური სამსახური.


კოდექსით გათვალისწინებული პირობების დარღვევა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.


ცნობისთვის, „ბავშვის კოდექსი“ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ფარგლებში მომზადდა. „ბავშვის კოდექსის“ მთავარი ხაზი არის ბავშვის უფლებების განმტკიცება ეროვნული ინტერესებისა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით. დოკუმენტი ბავშვის აღზრდისა და კეთილდღეობისათვის მნიშვნელოვანი გარემოს უზრუნველყოფაში ოჯახის განსაკუთრებულ როლს აღიარებს.
ბავშვის უფლებათა კოდექსის ამოქმედების ვადად 2020 წელის ივნისია განსაზღვრული.

წაკითხვა 882 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.